საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

21
მარტი
15:09

მარწყვის სათბური

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო მარწყვის სათბური.

„თავდაპირველად პროექტის შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყე, რომელიც ერთ-ერთ   არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. მან მითხრა, რომ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას ჰქონდა პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო, ძირითადად დევნილი ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ჩვენს ოჯახს, სანამ დევნილი გახდებოდა,  ღია გრუნტზე მოჰყავდა მარწყვი. მას შემდეგ რაც ჩვენი სახლის დატოვება მოგვიწია, წეროვანის დევნილთა დასახლებაში გავაკეთე პატარა სათბური 50 მ2, სადაც დავიწყე მარწყვის მოყვანა.  ამის შემდგომ მუდმივად ვფიქრობდი, ახალი, ტერასებიანი სათბურის გაკეთებაზე, თუმცა ამის ფინანსური რესურსი არ გამაჩნდა. სწორედ ამიტომ მივიღე პროექტში მონაწილეობა და შევადგინე ბიზნეს გეგმა ჩემი წარმოების განვითარებისთვის.

გრანტის მიღების შემდგომ ავაშენე ახალი სათბური  150 მ2, სადაც ტერასებზე მომყავს მარწყვი. ეს ახალი ჯიში რომელიც დავრგე, გარდა ყვავილობის ორი თვისა, მთელი წლის განმავლობაში იძლევა მოსავალს. სასათბურე მეურნეობაში ჩართულია 4 ადამიანი. ახლა კიდევ ვფიქრობ გაფართოებას, მინდა ღია გრუნტზეც დავიწყო მარწყვის მოყვანა და მარწყვის ნერგებიც გავყიდო.

ამ პროექტმა დამანახა რომ მთავარია მოინდომო, ბევრი იშრომო, აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და აუცილებლად მიაღწევ შედეგს. მომავალ აპლიკანტებს ვურჩევდი რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს რეალური შანსი და დაიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი !“

 

ნიკა ბერუაშვილი

ინდივიდუალური მეწარმე 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი