კაბები 50-იანებიდან: კლასიკა, რომელიც აქტუალური გახდა

Image

სად მოვიძიოთ სილუეტები, რომელიც დროს არ ექვემდებარება?

ყოველ სეზონზე დიზაინერები ძველ კაბებს უბრუნდებიან, ათვალიერებენ და ახალი ინტერპრეტაციით წარუდგენენ საზოგადოებას: ტანზე გამოყვანილი ტრიკოტაჟის კაბები, მოცულობითი თოჯინის სტილი და თამამი კროშე.

 

როგორ იწყებოდა კლასიკური კაბების ისტორია და რა მიიჩნეოდა მოდურად 1950-იანებში?

 როგორ კაბებს ირგებდნენ 1950-იანებში

1950-იანების მოდა შეგვიძლია თამამად ვთქვათ გულუხვი და მდიდარი იყო, ვინაიდან თუკი გასული ათწლეულების დროს ნაჭრებზე ეკონომიას ახდენდნენ, 50-იანებში დაიწყეს სხვადასხვა სილუეტების შექმნა დრაპირებებით და დამატებითი ელემენტებით, რაც ლუქს უფრო ქალურს და მდგრადს ხდიდა. წელზე დაფიქსირებული გრძელი კაბები ჩალისფერში, ვარდისფერში, ტერაკოტისფერ პალიტრაში იყო   წარმოდგენილი.159250644-270162281395618-5258329783154560770-n-1615375347.png

 

პოპულარობა მოიპოვა New Look სილუეტმა, რომელიც კრისტიან დიორმა 1947 წელს შექმნა. ფართე ქვედაბოლო, გამოყვანილი წელით და ოდნავ დეკოლტეთი იდეალურ ბალანსა და ელეგანტურობას ავლენდა. 1950-იანების მოდაში რადიკალურის ადგილი არ იყო - დეკორისთვის ლურექსის ძაფებს იყენებდნენ, რომელიც ბზინვარებას მატებდა კაბებს, ბაფთები, საშუალო ზომის ყვავილები და დიდი ჯიბეები განუყოფელი ელემენტები გახლდათ.159188236-1416109125417151-885810238305627083-n-1615375347.png

ომის შემდგომ წლებში ახალი ნაჭრები გამოჩნდა, რომელთა შორის ნეილონიც იყო, კანის ფესტივალზე მსახიობებმა სწორედ ნეილონის კაბებში დაიწყეს გამოსვლა. თუმცა უყურადღებოდ არც ბრეტელებზე მოდელები დარჩა. მკლავებზე ექსპერიმენტები დიზაინერებს განსაკუთრებით იზიდავდა, ისინი ხშირად ცვლიდნენ მკლავებს კაბებზე, რაც ლუქის სახეცვლილებას განაპირობებდა.

158970549-1086251561849961-5673093831421204887-n-1615375346.png

რა თქმა უნდა კაბები იმ დროინდელი მოცულობით იშვიათობაა, თუმცა დიზაინერები საბაზისო ნამუშევრად დღემდე კლასიკურ სილუეტებს იყენებენ, უმატებენ თანამედროვე ელემენტებს, აშორებენ სიგრძეს, მუშაობენ პრინტებზე და ტექსტურებზე. წლევანდელ გაზაფხულზე კი სწორედ ასეთ კაბებში გამოწყობას გვირჩევენ წამყვანი მოდის სახლები.

 159457573-1787477438097503-8107489087510507676-n-1615375347.png

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !