ნუკი კოშკელიშვილი ბანკეტის სახალისო ისტორიას იხსენებს

Image

საქართველოს მასშტაბით მეთორმეტე კლასელებისთვის სკოლა დამთავრდა და ბოლო ზარებმაც ცოტას ხნის წინ ჩაიარა. აბიტურიენტები გამოცდებისთვის ემზადებიან, ქართველმა სელებრითებმა კი ამ ფონზე თავიანთი ბოლო ზარი და ბანკეტი გაიხსენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი ბანკეტის ისტორია ნუკი კოშკელიშვილმაც გაიხსენა და  სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიაც გამოაქვეყნა, თუ როგორ მოსწონდა ბანკეტზე ბიჭი, რომლის გამოც დიდი ძალისხმევით აბრეშუმის კაბა შეიძინა, გამოიპრანჭა, თუმცა ყველაფერი ცუდად დასრულდა.

 

" ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან, სხვა არ მაქვს. მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი ღამეები არ მძინავს, მე თან ფარული, ჩუმი სიყვარული ვიცოდი.. მოკლედ, ყველაზე კარგად უნდა გამოვიყურებოდე, დედაჩემი პარიზში მიდიოდა და დავაბარე აი ყველაზე უცხო და განსხვავებული რაც შეგხვდება ის მიყიდე თქო, მაშინ ფოტოების ჩაგდება და ვაიბერი არ იყო, სიტყვიერად ამიღწერა.. ჩამომიტანა "დვოიკა" ძალიან ლამაზი,მთელი გულით მიყიდა დღე და ღამე მაგაზე მელაპარაკებოდა, მე კიდე წინა საბანკეტო სამზადისში გავსუქდი და არ მეტევა ნორმალურად, თან ჩვენი გემოვნება რადიკალურად განსხვავდება რაღაც გრანდიოზული ბზინვარე კაბა წარმომედგინა და ვარ ცხვირ ჩამოშვებული(რა უმადურები ვართ შვილები). დილას გადავწყვიტე ამ ჩემ აბრეშუმის "დვოიკას" რუჯი მოუხდება თქო, მეზობლებმა უკვე სამჯერ წამართვეს სახურავის გასაღები და ჩუმად შევიპარე, დაიკეტა კარი და მე თქვენ გეტყვით იქ ჩრდილი არსებობს, სადღაც 3-ზე რომ მომაკითხეს სერიოზული დამწვრობა მქონდა. მოვედი ბანკეტზე, გარდა იმისა რომ ტონალური ზედ მადნება ისე მიხურს სახე, ვერც მიფარავს სიწითლეს, თმა არ დამევარცხნა კარგად და სასაჩუქრე ყუთიდან პეპელა მოვხსენი და ისიც დავიმაგრე თავზე. მიახლოებით სურათი დაგიხატეთ. გამოკვეტებული ვარ ამ აბრეშუმის დვოიკაში, თურმანიძე მისვია და სულ ზედ მეწეპება, უკვე ლაქებათაც ეტყობა,დიდად ვერ ვცეკვავ, მეწვის ყველაფერი. უკვე დასასრულისკენ მეუბნება ეს ჩემი კლასელი (ვინც ჩუმად მიყვარს) გავიდეთ დავილაპარაკოთო, "აუფ, ვიფიქრე, ეგ არის უნდა მითხრას რომ მოვწონვარ და ტყუილად არ მიწვალია ამდენი" და მეუბნება… "ნუკი,როგორ ატყობ ნინის ვევასებიო?!" მიწა გამისკდა და ჩამიტანა… გავიდა ბევრი წელი, აღარც ვირუჯები ის "დვოიკაც" ძალიან გემრიელად გვაცვია ყველას სახლში და შემხვდა ეს ჩემი კლასელი, "მე მთელი ცხოვრება მიყვარდიო და მაშინ ვერ გაგიბედე თქმა და ნინიზე გკითხეო" ეჰჰჰჰ … ახლა რაღა დროის იყო, მე უკვე სულ სხვა მომწონდა მაგრამ აქედან მორალი, ბავშვებო ახლა იწყება თქვენთვის ყველაზე მაგარი ეტაპი, იყავით თავდაჯერებულები და ბედნიერები, წინ ბევრი სიახლე, ცოდნა, სიცილი, რომანი, სიყვარული და მოგონებები გელოდებათ. გილოცავთ ბოლო ზარს და იცოდეთ მოვა დღე და გაგეცინებათ წარუმატებლობაზე და ის რაც ახლა ღამე არ გაძინებთ დარდისგან, არაფრათ მოგეჩვენებათ. ბუბუ შენ გილოცავ პირველ რიგში მიყვარხარ" - წერს ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე"

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !