მცოცავ ქვიშაში ჩაფლული ცხენი პატრონმა არ მიატოვა და სამი საათი ლაფში მასთან ერთად გაატარა (+ფოტო)

Image

მელბურნელი ნიკოლ გრეჰემი, რომელიც ქალიშვილთან ერთად მდინარის ნაპირის აყოლებაზე ცხენით სასეირნოდ წავიდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ მთელი დღე კოშმარად გადაექცეოდა.

 

ნიკოლის ცხენი, 18 წლის ასტრო მოულოდნელად, მცოცავ ქვიშაში ჩაეფლო. მას მიჰყვა ნიკოლის ქალიშვილის ცხენიც, რადგან ყველაფერი წამებში მოხდა და ქალმა შვილის გაფრთხილება ვერ მოასწრო.

 

ნიკოლმა სამაშველო სამსახურთან დაკავშირება მოასწრო. მაშველებმა ნიკოლის ქალიშვილის ცხენი ამოიყვანეს, ასტროს ამოყვანა ლაფიდან ვერ ხერხდებოდა. ნიკოლმა მთელი სამი საათი მცოცავ ქვიშაში ჩაფლულმა, ასტროსთან ერთად გაატარა: ქალი მას ეხვეოდა, ეფერებოდა და ამხნევებდა.

 

მაშველები ადგილზე ვეტერინართან და ფერმერთან ერთად მივიდნენ. ეს უკანასკნელი იქვე ცხოვრობდა და გაუვალი გზის გამო, ყველანი საკუთარი ტრაქტორით მიიყვანა შემთხვევის ადგილამდე.

 

ასტროს დამაწყნარებელი ხსნარი შეუშხაპუნეს, რომ დამფრთხალს, თვითონ არ ეცადა ლაფიდან ამოსვლა, სანამ მას უშველიდნენ. თუ ის ლაფიდან ამოსვლის უშედეგო მცდელობას გააგრძელებდა, გადაიქანცებოდა და, შესაძლოა, დიდი დატვირთვის გამო მომკვდარიყო.

 

მაშველებმა როლები გადაინაწილეს და სწრაფად დაიწყეს მუშაობა, რადგან მალე მოქცევის დაწყების დრო ახლოვდებოდა და ეს ადგილი წყლით დაიფარებოდა. მათ განკარგულებაში ვერტმფრენიც იყო, მაგრამ მაღლა აწევის გზით ცხენის ამოყვანის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

 

საბოლოოდ, გადარჩენის ოპერაციაში გადამწყვეტი როლი მაინც ტრაქტორმა ითამაშა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ასტრო ლაფიდან ამოიყვანეს. ქანცგაწყვეტილი ცხენი ქვიშიდან ამოსვლისთანავე წაიქცა, მაგრამ მალევე მოსულიერდა.

 

ნიკოლი 20 ცხენის პატრონია. მან თავლა იმიტომ ააშენა, რომ ცხენები ძალიან უყვარს და გადაწყვიტა, მათი დაავადებული კბილებისთვის ემკურნალა, რათა ისინი ტკივილით არ დატანჯულიყვნენ. უკვე 20 წელია, ნიკოლი ამ საქმიანობას მისდევს. 

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

 

cxeni-site.jpg

cxeni-site1.jpg

cxeni-site2.jpg

cxeni.jpg

cxeni1.jpg

cxeni2.jpg

cxeni3.jpg

cxeni4.jpg

cxeni5.jpg

cxeni6.jpg

cxeni7.jpg

cxeni8.jpg

cxeni9.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !