ტოპ 5 ქვეყანა საახალწლო შვებულებისთვის

დღეს წარმოგიდგენთ  ზამთრის ყველაზე მოთხოვნად ტოპ-5 მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია ზამთრის, ახალი წლისა და შობის პერიოდში.  

შარმ-ელ-შეიხი, ეგვიპტე

როდესაც მსოფლიოში სუსხი და სიცივეა, საკმაოდ სასიამოვნოა ახალი წლის გატარება ზღვის სანაპიროზე და გარუჯვა.

ეგვიპტელები, ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან მოყოლებიული, ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავენ, როდესაც ნილოსი გამოდის ნაპირებიდან და ახალი წელი იწყება. თუმცა ტურისტებისთვის ყველაფერს აკეთებენ დეკემბერში საახალწლო და საშობაო ატმოსფეროს შესაქმნელად.

სასტუმროები სპეციალურ გასართობ პროგრამებს გეგმავენ: სხვადასხვა წარმოდგენებით, აღმოსავლური ცეკვებითა და ცნობილი დი-ჯეიებით. როგორც წესი, მსგავსი ღონისძიებები სპეციალურად მოწყობილ კარვებში იმართება, რომელიც მორთულია ახალი წლის ატრიბუტებით - თუმცა აქ ირმების როლს აქლემები ასრულებენ.

 

პრაღა, ჩეხეთი.

პრაღა დეკემბრის ბოლოს განსაკუთრებით მომხიბვლელია. აქ ახალ წელს აუცლებლად უნდა შეხვდეთ ძველი ქალაქის მოედანზე მე-14 საუკუნის ასტრონომიული საათის ჩამოკვრის ფონზე.

`

აქვეა პრაღის ყველაზე დიდი საშობაო ბაზრობა, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ცხელი გლინტვეინის (Hot Wine) დალევითა და ადგილობრივი ტკბილეულობის, ტრდელნიკის დაგემოვნებით. თუ გარეთ სიარულისა და ყინვისგან თავის არიდება გსურთ, შეგიძლიათ კაფეში შეხვიდეთ, განთქმული ჩეხური ლუდი დააგემოვნოთ და ფანჯრიდან დატკბეთ საოცარი საახალწლო მორთულობით ქალაქში.

 

ვენა, ავსტრია

ვენაში ახალი წელი ხმაურიანი და ხალისიანი დღესასწაულია.  თუკი შობა - საოჯახო მშვიდი დროა, 1 იანვრის ღამე მასობრივი გართობის დროა: ქალაქის მოსახლეობა და ტურისტები გარეთ გამოდიან და შამპანიურით ხელში ზეიმობენ ახალ წლის დადგომას.

ვენა ამ პერიოდში ზღაპრული ქალაქია: სადღესასწაულო შუქებით განათებული მდიდარი არქიტქტურა, საშობაო ბაზრობები გლინტვეინისა და ჯანჯაფილის არომატით, კონცერტები,  მსვლელობები და საახალწლო ვიტრინები.

როგორც წესი ახალი წლის ღამეს ვენაში არც ისე ცივა და ეს ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს გავიდეს გარეთ მთავარ მოედანზე. რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, რომ შეხვდე ახალ წელს წმინდა სტეფანის ლეგენდარული ზარის ჩამოკვრის ფონზე, დატკბეს გრანდიოზული ფოიერვერკებით, შემდეგ კი გადავიდეს რესტორანში და საინტერესო საახალწლო პროგრამებს დაესწროს.

 

ვენეცია , იტალია

ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ვენეციაშიც მთავარი დღესასწაული შობაა, თუმცა ახლ წელიც აქ ძალიან უყვართ და დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ მას დილამდე ქუჩაში და ღონისძიებებზე სეირნობით. ამიტომაც თავისუფლად შეგიძლიათ ეწვიოთ იტალიის ამ რომანტიკულ ქალაქს შობაზე და დარჩეთ საახალწლო არდადეგებზეც, აქ დღესასწაული იანვრამდე გრძელდება.

რაც არ უნდა აღნიშნონ ვენეციაში, ყველაფერი კარნავალით მთავრდება და შობა-ახალი წელიც არ არის გამონაკლისი. დეკემბრის შუა რიცხვებში აქ უფასო კონცერტები და სადღესასაწაულო მსვლელობები კარნავალის კოსტიუმებით იმართება. თავად იტალიელები ახალ წელს წითელი ფერის ტანსაცმელს იცვამენ - ითვლება, რომ ეს ფერი სიყვარულის და ბედნიერების მომტანია.

ვენეციაში არსებობს ტრადიცია - ახალი წლის ღამეს ძველი ნივთების გადაყრა ფანჯრიდან.  მოსახლეობას სწამს, რომ ამით ძველი ნეგატიური ენერგიისგან თავისუფლდებიან  და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

კიდევ ერთი საახალწლო გასართობია  - ფოიერვერკები. ვენეციაში ფოიერვერკს ცენტრალიზირებულად ქალაქის რამდენიმე უბანში უშვებენ. ადრე სჯეროდათ, რომ ხმაური ბოროტ სულებს აფრთხობდა, თუმცა ახლა ეს უბრალოდ დროის მხიარულად და ხმაურიანად გატარებაა.

 

პარიზი საფრანგეთი

ყველაზე საუკეთესო დრო პარიზის მოსანახულებლად, ალბათ, ზუსტად ახალი წლის პერიოდია. ქალაქი, რათქმაუნდა, წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერია, მაგრამ საახალწლო განათებების, ცხელი გლინტვეინისა და შემწვარი წაბლის სურნელის წყალობით - ის თავიდან შეგიყვარდებათ.

მოსახლეობა ახალ წელს მშვიდად წყნარად აღნიშნავს, ვინაიდან საფრანგეთში მთავარი დღესასაწაული შობაა. თქვენ ორნაირად შეგიძლიათ გაატაროთ შობა ან ახალი წელი პარიზში. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, ელისეის მინდორზე მსვლელობა  შამპანიურითა და ფოიერვერკები ეიფელის კოშკთან. მეორე ვარინტი - საღამოს გატარება  მრავალრიცხოვანი ხალხით სავსე რესტორნიდან, კაბარე ან ბარიდან ერთ-ერთში გადასვლაა, რომელსაც  რათქმაუნდა განსხვავებული საახალწლო პროგრამა აქვთ.

ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ახალი წლის პერიოდში პარიზში მოგზაურობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ ეს ასე არ არის. პარიზი საკმაოდ დიდი ქალაქია ყველანაირი სახის სხვასხვა სასტუმროთი, რესტორნითა და კაფე-ბარით. თქვენ თუ ბავშვთან ერთად  აპირებთ გამგზავრებას, მაშინ ეს იდეალური პერიოდია დისნეილენდის მოსანახულებლად. ზაფხულის პერიოდისგან განსხვავებით, ზამთარში აქ ნაკლები რიგია შესასვლელთან და ატრაქციონებთან, ხოლო თავად პარკი საახალწლოდ ლამაზად მოწყობილია.