მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებთან
12 ოქტ 2015
 

ღეს, პროგრამა „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) წარმომადგენლები მარნეულის გამგეობაში არსებულ პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს სამუშაო ჯგუფის ფუნქციების დეტალური გაწერა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის ფუნქციები მოიცავს ეფექტური ეპიზოოტური საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას; პირუტყვის გადასარეკი ტრასის მონიტორინგს/პატრულირებას სეზონური გადარეკვის დროს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით; ინფორმაციის მიღებას მოსახლეობისგან სპეციალური „ცხელი ხაზის“ მეშვეობით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფების საქმიანობა – „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტატეგია 2014–2021“– ის ფარგლებში ხორციელდება, – მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა „მერსი ქორფსის“ დახმარებით.
ამასთანავე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ– გუბერნატორი ქმნის პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების რეგიონულ სამუშაო ჯგუფს, რომლის წევრები მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები არიან.
მსგავსი აქტივობებით, ქვემო ქართლის რეგიონი ქმედით ნაბიჯებს დგამს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და შესაბამისი ქართული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

„მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამას“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს და მერსი ქორფსი ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2767
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031