The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ თოფურიძე

ჯემალ თოფურიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1978  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. 

1970–1974წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1974–1978წწ. – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; მოთხრობების წერა სტუდენტობისას დაიწყო. მისი ნაწარმოებები ძირითადად ქვეყნდებოდა "ცისკარსა" და "ლიტერატურულ საქართველოში": "ნუციკო ემხვარი", "ლექსო", "თედოს ოცნება", "დაბადება", "კაცი", "მარტო". ჯ. თოფურიძე ე. წ. ურბანისტული პროზის წარმომადგენელია. მისი მოთხრობები მძაფრი ტკივილიანი განცდებითაა აღბეჭდილი, სავსეა მძიმე ცხოვრებისაგან შეჭირვებული ადამიანის თანაგრძნობით. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ნუ მოიწყენ შემოდგომისას" (1979, რეჟ. ზ. ინაშვილი), "გამოუსწორებელი" (1987, რეჟ. თ. მენაბდე), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989, რეჟ. ზ. ურუშაძე). ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობისათვის (სიკვდილის შემდეგ)
    დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია : მოთხრობები / ჯემალ თოფურიძე .- თბილისი : საქართველო, 1994. - 148გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: