The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა გორდელაძე

ლეილა გორდელაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1952-1956 წლებში მუშაობდა მეცნიერ მუშაკად ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. იგი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1956-1959 წლებში სწავლობდა კინოსტუდია "მოსფილმთან" არსებულ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე, პარალელურად იმავე კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტი იყო. 1959 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. ლ. გორდელაძის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "ლევანა" (1960), "თეთრი ქალიშვილი" (1963), "ალოობა" (1967), "დაბრუნებული ღიმილი" (1968), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში" (1974), "ბათა ქექია" (1978), "აქედანა და შენამდე" (1984), "მედუზა" (1985), "ჩემი ბოშები" (1987). სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – "დიდი და პატარა ამბები". აღადგინა კ. მიქაბერიძის მიერ 1929 გადაღებული შავ-თეთრი მუნჯი კინოს შედევრი, სატირული კინოკომედია "ჩემი ბებია" (1975). 1975 წელს ფილმმა "ძაღლი" ბათუმის რესპუბლიკურ ფესტივალზე ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციის პრემია დაიმსახურა. კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.39

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • ბათა ქექია : კინოსტუდია "ქართული ფილმი" (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა სტ., 1979. - 10გვ.

გააზიარე: