The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ნავაძე

ნუგზარ ნავაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1966-1967წწ. იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გამმართველი; 1967-1969წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს დამხმარე მუშა; 1969-1975წწ. საავტომობილო ტრანსპორტის N1 ა.შ.ქ. კონტროლიორი, ოსტატი, ინჟინერ-ტექნოლოგი; საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი (1975); 1975-1978წწ. კომკავშირის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1978-1979წწ. ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1979-1981წწ. მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის პარტბიუროს მდივანი; რესპუბლიკური გაერთიანება "საქავტორემონტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე (1981); 1981-1983წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქავტორემონტის" პარტკომის მდივანი; 1983-1987წწ. თბილისის საავტომობილო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1987-1990წწ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის პირველი მოადგილე; 1990-1995წწ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №48 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 249; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 269

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარ-სოციალისტი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1998)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", ფრაქციის თავმჯდომარე (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2001-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: