The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა მირიანაშვილი

ბელა მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1938
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1992  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

სკოლაში სწავლის პერიოდში მეცადინეობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში(1951-1955);  1960 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს სამოსწავლო სპექტაკლებში შეასრულა შემდეგი როლები: გალინკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), ჟანეტა (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), ლუდმილა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კეროლი (ჯ. პრისტლის "დრო და კონვეის ოჯახი"), აბიგაილი (ე. სკრიბის "ჭიქა წყალი"), მიგენი (ჯ. გოლსუორსის "ვაშლის ყვავილობა"); 1960 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა: მაგდა (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), თამრიკო (ე. კანდელაკის "ქართლის ჩირაღდნები"), მზია (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), გულიკო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ელენე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ქეთინო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), პაკი, კორდელია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი"), ელენ კილერი (უ. გიბსონის "სასწაულმოქმედი"), ვერა (ბ. ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), უფლისწული (ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"), ელენე (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), ლაურა (ტ. უილიამსის "შუშის სამხეცე"); კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თებროლე ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957 წ.), ლიანა ("წარსული ზაფხული", 1958 წ.), ლამარა ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1959 წ.), ნანი ("უდიპლომო სასიძო", 1961 წ.), რუსუდანი ("ცეროდენა რაინდები", 1960 წ.); სატელევიზიო სპექტაკლებში განასახიერა: ჩიპოლონი (ჯ. როდარის "ჩიპოლინო"), ქეთინო (ჭ. ამირეჯიბის "ველოსიპედი"), ანგელოზი (მ. ჯალიაშვილის "თეთრი ანგელოზი"); 1974 წლიდან მუშაობდა რეჟისორ რობერტ სტურუას ასისტენტად. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.34

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: