The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ თავართქილაძე

გურამ თავართქილაძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი საჭამიასერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1968-1974წწ. იყო სკოლის მასწავლებელი; 1974-1978წწ. პირველი მაისის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1978-1980წწ. დირექტორი; 1980-1981წწ. გლდანის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1981-1986წწ. რუსთავის განათლების განყოფილების გამგე; 1986-1989წწ. განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1989-1992წწ. ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორი; 1992 წლიდან ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომერციული საქმიანობისადმი პროფესიული ინტერესების აღზრდა უმაღლესი კომერციული კოლეჯის სტუდენტებში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 139; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.340

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: