The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუჯა ბურდული

გუჯა ბურდული
ოფიციალური სახელი:ელგუჯა ბურდული
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1941
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 2022  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1958-1959წწ. იყო მაშველი თბილისის ზღვაზე; 1961-1964წწ. საქართველო სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი; 1964-1984წწ. ოპერატორი; 1984 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ბეღურების გადაფრენა"(1977), "მაცგი" (1979), "მოცურავე" (1980), "მოქცევა" 1982), "გარიგება"(1984, რუსეთი), "უძინართა მზე" (1992) და სხვ. მიღებული აქვს კინოფესტივალ "Созвездие"-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1992), პრემია "ნიკა"(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის" აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან იყო სიონის ტაძრის სტიქაროსანი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 60; ამბები.გე: ambebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მონადირეთა კავშირი, წევრი
  • რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია "ნიკა", წევრი (1993-)
  • რუსეთის კინომსახიობთა გილდია, წევრი (1999-)
  • საზოგადოება "არაგველი", წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: