The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ პეტრიაშვილი

თეიმურაზ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:2019  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1972 წელს.

1975-1976წწ. იყო ამბროლაურის რაიონული სანეპისადგურის ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1976-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. დოცენტი, 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მრავალი პუბლიკაციისა და ოთხი ისტორიული ხასიათის წიგნისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლიგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი (1996).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები მიკროჰემოცირკულაციის სისტემაში ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)

გააზიარე: