The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბაღაშვილი

ჯემალ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1968 წელს; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს.

1961–1964წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი; 1964–1968წწ. ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს "ლილეს" სოლისტი; 1968 წლიდან ანსამბლ "ივერიის" სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი; მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის "ლომისის" გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია. მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.334; არ დაიდარდო: fortuna.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.406

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების დარგში შეტანილი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე კონცერტების პოპულარული სერიალის შექმნისათვის
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: