The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თარხან-მოურავი

რევაზ თარხან-მოურავი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 1993  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს.

იყო დ. კაკაბაძისა და ს. ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: "ქართული ხალხური ცეკვები" (1957), "ქართული ხალხური სიმღერები"(1959), "ქართული ხალხური თამაშობანი" (1960), სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი (ყველა შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი). წარმატებით მუშაობდა ფერწერაში; მასვე ეკუთვნის ნ. გილიენის ლექსების ილუსტრაცია (1961) და სხვა. მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 წელს გამოსცა ალბომი "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში". გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.492

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: