The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ქართველი

ალექსანდრე ქართველი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1974  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ-იორკი, აშშ
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია; შემდეგ, 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი; სამხედრო განათლების დასასრულებლად 1919 წელს საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც უმაღლესი საავიაციო სკოლა ინჟინრის სპეციალობით დაამთავრა; შემდეგ დაამთვარა საფრანგეთის უმაღლესი ტექნიკური სკოლა, აგრეთვე პარიზის უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი.

მუშაობა დაიწყო საფრანგეთის პირველი ავიატორის ლუი ბლერიოს საავიაციო კომპანიებში მფრინავ გამომცდელად, შემდეგ კი კონსტრუქტორად; მონაწილეობა მიიღო ერთადგილიანი თვითმფრინავების "ბერნარის" და "ფერბუას" შექმნაში. მის მიერ აგებულმა თვითმფრინავმა 1924 წელს სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; 1927 წელს პარიზში იგი შეხვდა ამერიკის ავიაციის მეცენატს ჩარლზ ლევინს და გააცნო მას თავისი ჩანაფიქრი - მუშაობდა თვითმფრინავის ახალ მოდელზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს გადასერავდა. ლევინს, რომელსაც ჰქონდა საკუთრი ავიაკომპანია, მოეწონა ალექსანდრეს იდეები და მიიწვია იგი ამერიკაში მისი ფირმის მთავარ კონსტრუქტორად; იმავე წელს იგი გადავიდა აშშ-ში, ლევინის ავიაკომაპანიაში; 1931 წელს იგი ა. სევერსკის კორპორაციაში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზეა; 1939 წლიდან იგი "Republic Avia Corporation"-ის ვიცე-პრეზიდენტი და საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელია. ამ დროიდან მოყოლებული 1960 წლამდე იგი გახდა ამ ფირმის ყველა თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორი; მეორე მსოფლიო ომის წინ და ომის დროს მან ააგო მრავალი სამხედრო თვითმფრინავი, რომელთაგან გამორჩეულია ავიაგამანადგურებელი "p-47', "თანდერბოლტი" ("მეხთამფრქვევი"), შემდეგ კი მისი ახალი მოდელი "6p-47-p". ამ თვითმფრინავს ომის ყველა ფრონტზე იყენებდნენ: ბრიტანეთში, ბრაზილიაში, აფრიკაში, შორეულ აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირში; ომის შემდეგ მან შექმნა რეაქტიული თვითმფრინავები "pr-12" (ცისარტყელა) და "F-84" ("თანდერჯეთი"-"მეხთამეხი"); 1960-იან წლებში მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავიაგამანდგურებელი "თანდერფლაში" (სიჩქარე - 1049 კმ/სთ), რომელიც აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში იყო. მისი კონსტრუქტორული ნიჭის გვირგვინად იქცა ყველაზე მძლავრი ზებგერითი გამანადგურებელი-ბომბდამშენი თვითმფრინავი F-105 "თანდერჩიფი" ("უფროსი მეხი"), რომელსაც შეეძლო ბირთვული იარაღის გადატანაც. მინიჭებული ჰქონდა ტემპლის უნივერსიტეტისა და ბრუკლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება. ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.281-282; reading.geold.ihst.ruwarthunder.rupora-valit.livejournal.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის საინჟინრო აკადემია, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი
    ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში

გააზიარე: