The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ადამია

რეზო ადამია
ოფიციალური სახელი:ემელიანე ადამია
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1970 წელს.

1969-1971წწ. მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლის ხატვის მასწავლებლად; 1974-1988წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად. გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან. არის ავტორი ნამუშევრებისა: "მეთევზის ოჯახი", "მევენახეები" (1970), "ვაზო ქართულო" (1971), "მეცხვარეეები" (1972-1973), "ჩემი სოფელი" (1973), "მუსიკის წყარო", "ექსკურსია მუზეუმში" (1975), "მაწვნის გამყიდველი", "ჭირნახული", "უკანასკნელი ომის საშიშროება" (1976), პეიზაჟების სერიისა "სამეგრელო" (1975-1998); ხელოვნების მოღვაწეთა და მწერალთა პორტრეტების სერიისა და სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში შეწირული ხატებისა. გამოფენები: პერსონალური - სენაკი (1986), თბილისი (1987, 1997), საფრანგეთი, პარიზი, ნორმანდია, ქ. პორტ ბაი (1997), აზერბაიჯანში, იაპონიაში, ინგლისში, პოლონეთში, რუსეთში, სომხეთში (1970-1997). საერთაშორისო - ქ. დიჟონი (1997); პარიზი - გალერეა "ნატალი", "კავკასიის სახლი", გალერეა "სტელა" (2003-2004); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე და პარიზული დღესასწაული" (2005); პარიზი, ორი პერსონალური გამოფენა (2005-2006); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე ნათელი პარიზი" (2006). ხელმძღვანელობდა ძველი სენაკის მაცხოვრის და მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის სალხინოს (დადიანისეული) ეკლესიების საქველმოქმედო აღდგენის ორგანიზაციას. ფოთის, ხობის, სენაკის ეპარქიის დავალებით მუშაობს ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა ეკლესიის აღდგენის ორგანიზებაზე. არის ესეებისა და ნოველების ავტორი; ეგრისის, კავკასიის ხალხთა და ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი; საქართველოს მხატვართა კავშირის სენაკის განყოფილების ხელმძღვანელი; თავადაზნაურთა საზოგადოების საორგანიზაციო კომისიის წინამძღოლი; ქ. დიჟონის საერთაშორისო გამოფენის საპატიო დიპლომის მფლობელი (1997).  ფერმწერი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.17; kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: