The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1978 წელს. 

მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. შეასრულა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტის - მირზა გელოვანის როლი ფილმში: "მე დავბრუნდები" (მ. თავაძე, 1982). მონაწილეობს ფილმებში: "ანდერძი" (ნ. დვალიშვილი, 1982), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983, გაიოზ რექტორი), "ქართველები ცაში" (ო. გვასალია, 1984, როსტომი), "ქალაქის მიღმა" (მ. ხონელიძე, 1985, გიორგი), "გიგა, ანგელოზი და სხვები" (ირინა კვირიკაძე, 1989), "ხსოვნა" (გ. ვეფხვაძე, 1989, გოგი ჩხეიძე), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991, კოკი), "კედელი" (ზ. ბუაძე, 1991, ექიმი), "ექვთიმე ღვთისკაცი" (ნიკოლოზ ხომასურიძე, 2017, ექვთიმე თაყაიშვილი). 1994 წლიდან მოღვაწეობს ქ. ესენის (გერმანია) დრამატულ თეატრში, მონაწილეობს კინოგადაღებებში. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 201; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საინფორმაციო-პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-შემეცნებითი პორტალი: qartuliazri.reportiori.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: