The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგა ჭოხონელიძე

გუგა ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 2023  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1982 წლიდან არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგე, სამშენებლო ფაკულტეტზე ახალი სპეციალობის "საქალაქო მშენებლობა და მეურნეობა" დაარსების ინიციატორი; მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სუსტი გრუნტების შესწავლასა და მათი თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებებს; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.210; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: