The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ხობუა

ია ხობუა
ოფიციალური სახელი:ია ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 2019  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრალური ფაკულტეტეტი (ლ. იოსელიანის სახელოსნო) 1961 წელს.

1961-1967 წწ. იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის დრამატულ თეატრში. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "მე ვიტყვი სიმართლეს" (ლ. ხოტივარი, 1958, მდივანი), "ფატიმა" (ს. დოლიძე, 1959), "ფიროსმანი" (გ. შენგელაია, 1969, ნათლიდედა), "მყუდრო სავანე" (კ. ღლონტი, 1971, კატო), "სამკაული სატრფოსთვის"(თ. აბულაძე, 1971, დედა), "წკიპურტები" (რ. ესაძე, 1973, ნაზი), "საჰაერო ხიდი" (დ. რონდალი, 1974, ვარდიშა), "ძაღლი" (ლ. გორდელაძე, 1974, მარგალიტა), "ნატვრის ხე" (თ. აბულაძე, 1976, ნინუცი), "დაბრუნება" (რ. შარაბიძე, 1977), "ჩემი მეგობარი ძია ვანია" (ვ. კვაჭაძე, 1978), "კარიერი" (პ. ჩარკვიანი, 1979), "ჟამი მოქცევისა" (ნ. ომიაძე, 1982), "მამაკაცები და სხვები" (ვ. კაკაბაძე, 1985), "ღამის ილუზია" (მ. ხონელიძე, 1985), "წყარო" (დ. ხოჯავა, 1985) და სხვ. მონაწილეობდა უზბეკურ ფილმებში: "საითის ზარები" (1967, ხალიდა), "ჟუჟუნა წვიმა" (1969, დედა), სატელევიზიო ფილმებში: "სუფთა წყალი" და "შემოდი ჩემს სახლში". თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 222; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • უზბეკეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: