The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჟორჟოლიანი

თემურ ჟორჟოლიანი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1950
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 2017  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1975წწ. კოდის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1975-1976წწ. საქართველოს ალკკ ცკ ინსტრუქტორი; 1976-1979წწ. კომკავშირის ისტორიის მუზეუმის განყოფილების გამგე; 1979-1986წწ. საქართველოს თეატრალური საზოგადოება; 1991 წლიდან იყო "საერთაშორისო ამნისტიის" წევრი; 1992–1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს; 2012 წლის ნოემბერში ვადამდე პირობით გათავისუფლდა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 294; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, თავმჯდომარე (1998-2017)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "კონსერვატორები", თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

გააზიარე: