The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე აფაქიძე

თორნიკე აფაქიძე
დაბადების თარიღი:1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი საგზაო-სამშენებლო მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1978 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ავტოსაწარმოს უფროს მექანიკოსად, ტექნიკუმის პედაგოგად; 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ქ. თბილისის სარეგისტრაციო-საგამოცდო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ავტომობილების" კათედრაზე ჩაბმული იყო მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში; 1999 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ორ სპეციალობათი - "საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაცია" და "ნავთობის ქიმია". იგი საქართველოში პირველი მეცნიერებათა დოქტორია ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის დარგში. მეცნიერული მუაშობის თემატიკაა ავტომობილების ხანგამძლეობის, საწვავეკონომიურობის და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის შემზეთი მასალების კვლევით და დამუშავებით. თანაავტორია აღმოჩენის დონის, "იოსებიძე-ქუთელიას" ეფექტად წოდებული მოვლენისა. იგი მდგომარეობს ხახუნის ზონაში ამორფული ნანოდისპერსული ნახშირბადის გადასვლაში მიკროალმასების ფაზაში, რაც განაპირობებს ასეთი ნახშირბადის შემცველი თხევადი, პლასტიკური და მყარი შემზეთი მასალების უნიკალურ მრავალფუნქციურ ტრიბოლოგიურ მოქმედების მექანიზმს. უკანასკნელი საფუძვლად დაედო ახალი თაობის შემზეთი მასალების მიღების ნანოტექნოლოგიების დამუშავებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საავტომობილო ტრანსპორტის პრობლემათა" სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (1999).

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.198; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.181-182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - "ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით"
  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: