The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ძნელაძე

გია ძნელაძე
სხვა სახელი:გია გამყრელიძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1952
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1994  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (დოდო ალექსიძის სახელოსნო) 1974 წელს.

1974-1977წწ. იყო მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობი. 1978 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ამ თეატრში შესრულებული სცენური სახეებია ნიკიტა ("მეუფება წყვდიადისა"), ზურიკო ("როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის"), ლენკოვი ("ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), ვალერი ("ტარტიუფი ანუ მეფეა დარბაზში"), თენგიზი და ბანდიტი ("ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), მირზა გელოვანი ("რექვიემი"), წამყვანი ("მშვენიერი ქართველი ქალი"), ზაზა ნაკაშიძე ("საბრალდებო დასკვნა"), ედგარი, ედმუნდი ("მეფე ლირი") და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: ბათა ქექია (1978), ყვარყვარე (1978, სტუდენტი), უკვდავების თეთრი ვარდი (1984), ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983, ფხინკო), ქართველები ცაში (1984, სოსო), მამაკაცები (1985), მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ (1986), ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987), გამოცხადება (1988), ხაფანგი (1992), მოკვეთილი (1992, ელიზბარი), შემსრულებელი (1994, უშანგი). 1994 წლის 27 სექტემბერს თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. რობერტ სტურუამ მაყურებელს ი. გოგებაშვილის "დედა ენის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი "იაკობის სახარება" წარუდგინა. ეს წარმოდგენა უკანასკნელი აღმოჩნდა მსახიობ გია ძნელაძისთვის. პრემიერის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

წყარო: ქართული კინო, ვებ-გვერდი: georgian-cinema.ge


გააზიარე: