The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უჩა დადიანი

უჩა დადიანი
Legal name:დავით დადიანი
Date of birth:13 April, 1875
Date of death:18 October, 1932  (at 57 years)
Burial location:მაუნთ-ოლივეტის სასაფლაო, ნიუ-იორკი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ზუგდიდის მაზრა. 
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1894 წელს, შემდეგ პაჟთა კორპუსი პეტერბურგში 1897 წელს.

სამხედრო სამსახური დაიწყო ხორუნჟის ჩინით ყუბანის კაზაკთა ჯარის ხოპიორის კაზაკთა 1-ლ პოლკში; 1899 წლიდან, როგორც ლაიბგვარდიის ყუბანის კაზაკთა 1-ლი ასეულის ოფიცერი, ირიცხებოდა მისი უდიდებულესობის საკუთარ კონვოიში. დაახლოებული იყო ნიკოლოზ II-ის ოჯახთან; 1911-1914წწ. დადიანი გასამართლებული იყო ბაღდათის მეტყევეობის ჩინოსნის, თავად ალექსანდრე (ციოყ) დადიშქელიანის მკვლელობის (1910 წლის 8 იანვარი) საქმესთან დაკავშირებით; სასამართლომ უჩა დადიანი დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა. განაჩენის სენატში გასაჩივრებისას მის ინტერესებს ცნობილი ადვოკატი ნიკოლაი კარაბჩევსკი იცავდა. საბოლოოდ, სენატმა უჩა დადიანი უდანაშაულოდ ცნო; I მსოფლიო ომის დროს უჩა დადიანი იყო ყუბანის კაზაკთა ჯარის ეკატერინოდარის მე-2 პოლკის ესაული და მიმაგრებული იყო 1-ლი კავკასიური ("ველური") ადგილობრივთა ცხენოსანი დივიზიის ჩეჩნურ ცხენოსან პოლკს; თავი გამოიჩინა ბრძოლებში კარპატებში; იმავე წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიაში, მონაწილეობდა ბოლშევიკური არეულობის ლიკვიდაციაში სამეგრელოსა და აფხაზეთში; 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინეპოლში, სადაც საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მისი მეუღლე ბარბარე. 1923 წელს გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში; მუშაობდა მაჩაბლის პარფიუმერულ ფირმაში. იყო ქართული და ჩერქეზული სათვისტომოების წევრი. მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში; რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის კონვოის ოფიცერი, I მსოფლიო ომის მონაწილე. 1921 წლიდან ემიგრანტი.

წყარო: კანვოი : რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2018; nobility.proria1914.info

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა გიორგის იარაღი
  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

Share: