The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი ხიტირი

ქეთი ხიტირი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ხიტირი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 2003 წელს.

2002 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მიიღო "საუკეთესო მსახიობი ქალის" პრიზი მერი უორენის როლის შესრულებისთვის საკურსო სპექტაკლში "სეილემის პროცესი" (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ართურ მილერის პიესა "სალემის ჯადოქართა სამსჯავროს" შესახებ); 2005 წლიდან იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 2005 წელს დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზით "წლის საუკეთესო მსახიობი" კატოს როლის შესრულებისთვის დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმულ სპექტაკლ "პრემიერაში" (ლალი როსებას პიესის მიხედვით); რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: კაროჟნა (დ. კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი", რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), მანინა (ო. ჭილაძე "წათეს წითელი წაღები", რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე), ანანო (ლ. ბუღაძე "სულიერი არსებები", რეჟისორი – დ. საყვარელიძე), ბაია (ა. სულაკაური "სალამურა", რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), ქეთი ("გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება" ავტორი და რეჟისორი – გ. მგელაძე), მეხანძრე (მაქს ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟისორი – რ. სტურუა), ანა ("განაჩენი ჩვენს ბავშვს", რეჟისორი – ლ. ჭინჭარაული), შარლოტა (ლ. ბარტი "ოლივერ!", ჩ. დიკენსის "ოლივერ ტვისტის" მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე); ქალი (ს. ბეკეტი "პირველი სიყვარული", რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), ელისაბედი (მ. ტვენი "უფლისწული და მათხოვარი", რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე); სარა (თომას ბერნჰარდი "სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher"რეჟისორი – ქრისტიან  პაპკე); მონაწილეა სპექტაკლებისა "ელექრა" (დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), "ჯადოსნური ღამე"; სხვა თეატრებში შესრულებული როლები: თეატრალური სარდაფი - სილკე (მარიუს ფონ მაინურგი "ცივი ბავშვი", რეჟისორი – გ. ბრეგაძე), კატო (ლ. როსება "პრემიერა", რეჟისორი – ლ. ხვთისიაშვილი), ფილმში  "ღმერთო, რისი გულისთვის" შეასრულა ნათელას როლი (რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე); მონაწილეა სატელევიზიო მუსიკალური პროექტისა "იმედის ტალღა" (ტელეკომპანია "იმედი"); იყო წამყვანი სატელევიზიო გადაცემისა "წუთისოფელი" (ტელეკომპანია "იმედი").

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: web.archive.org; რუსთაველის თეატრი: rustavelitheatre.ge


გააზიარე: