The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1984
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 2010  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი.

2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: "ხევსურული საღამო" და "არტგენი";  2007 წელს ანსამბლ "შავნაბადა"-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში; სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით; გამოცემული აქვს სოლო ალბომები: 2005 წელს - "პირიმზე", 2009 წელს - "მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული"; 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა; ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც; ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო; ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი; იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.321-322; pc-pdx.com


გააზიარე: