The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ყიფიანი

ლეილა ყიფიანი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1965 წლიდან მოღვაწეობს კინოში; ფილმოგრაფია: "ხევისბერი გოჩა" (რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი, 1964); "ფანჯარა" (ქალიშვილი, რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი, 1965); "მე ვხედავ მზეს" (ხატია, რეჟ. ლანა ღოღობერიძე, 1965); "ლონდრე" (ცირა, რეჟ. თამაზ მელიავა, 1966); "მოლოდინი" (ხათუნა, რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე, 1969); "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (მარინე, რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე, 1969); "ღიმილის ბიჭები" (ნათელა, რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე, 1969); "წყალდიდობა" (ტასო, რეჟ. თენგიზ გოშაძე, 1970); "მყუდრო სავანე" (ირინე თუხარელი, რეჟ. კარლო ღლონტი, 1971); "წუთისოფელი" რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე, 1971); "ლევან ხიდაშელი" (ნათია, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი, 1973); "აკაციის ყვავილობა" (ლალი, რეჟ. რამაზ შარაბიძე, 1974); "რად სტვენს ბულბული" (რეჟ. გურამ პეტრიაშვილი, 1980); "ოქროს ობობა" (ანა, რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია, 1992); "მორევი" (რეჟ. რამაზ გიორგობიანი, 1996).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org; არტინფო: artinfo.ge


გააზიარე: