The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ცაგარეიშვილი

თამარ ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1979 წელს.

1980-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში; იყო რედაქტორი, ავტორი და წამყვანი გადაცემათა შემდეგი ციკლებისა: "გავუფრთხილდეთ ეროვნულ საუნჯეს", "საუბრები არქეოლოგიაზე", "საუბრები ლიტერატურაზე - მოსწავლეთათვის" (1980-1992); დილის ყოველდღიური, საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "ალიონი" (1992-1996), "მაღლა, დაღმავალი კიბით" - დოკუმენტური ვიდეო ფილმი (1993), რადიო "მწვანე ტალღა", თოქ-შოუ "პერპეტუმ-მობილე" (1996-1997), ყოველკვირეული თოქ-შოუ "რეტრო (პერ) სპექტივა" (1996-1999), ყოველკვირეული თოქ-შოუ "100 გრადუსზე ცელსიუსით" (1999-2001), ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლი "მიამბეთ, თქვენზე" (2001-2002), ყოველკვირეული გადაცემა "მე-8 სართული" (2006). 2006 წლიდან თამარ ცაგარეიშვილმა, საქართველოს სახალხო არტისტთან გიორგი ხარაბაძესთან ერთად დაიწყო მუშაობა აუდიოპროექტზე "სიტყვა.ჯი". ის არის კონცეფციის ავტორი, რედაქტორი და პროდიუსერი შემდეგი აუდიო-წიგნებისა: ახალი აღთქმა, "ვეფხისტყაოსანი", ვაჟა, ილია, აკაკი, გალაკტიონი, 63 ლექსი, რუსი პოეტები საქართველოს შესახებ, ქართული ზღაპრები (2006); "აუდიო-ბიბლია", ბიბლიის სრული აუდიო ვერსია ქართულ ენაზე (2009); აუდიო-წიგნი "აკაკი წერეთელი - 170" (2010), აუდიო-პროექტი - "წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართველთა მოქცევა" (2010),  აუდიო-წიგნი "ვაჟა-ფშაველა - 150" (2010), "ოთარ ჭილაძე - 80" (2012), აუდიო-ვიდეო პროექტი "გალაკტიონი" (2013), აუდიო-პროექტი "მეზღაპრე ხომალდი" -  მსოფლიო ხალხთა ზღაპრები (2013), თამაზ ჭილაძის - "რჩეული" (2018); 2008 წლიდან არის რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი; მიჰყავდა საზოგადოებრივი თოქ-შოუ "ჩვენ", ყოველკვირეული ტელე-რადიო თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი", ყოველკვირეული ტელეგადაცემა "არამექანიკური ფორთოხალი"; 2005-2018 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიორგი არაბაძის 10 წიგნი; 2016 წლიდან თანამშრომლობს გამომცემლობა "პალიტრა L"- თან; არის შემდეგი ბიოგრაფიული წიგნების ტექსტის ავტორი სერიიდან  "50 პერსონა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო": "სერვანტესი" (2016), "აინშტაინი" (2017), "კლეოპატრა" (2017); თამარ ცაგარეიშვილი 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიური საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: ტელე-რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტი (1998-2006), რეკლამის, მას-მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი (2006-2009), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (2009 წლიდან); კითხულობს ჟურნალისტიკის შესავალს, ტელე-რადიო გადაცემების ტექსტისა და სცენარის მომზადებას, წაყვანის ხელოვნებას, დაგეგმვას, მართვას (მენეჯმენტს, წარმოებას, პროდიუსინგს). იგი არის ორმოცამდე პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიბეჭდა შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: "კვირის პალიტრა", "ლიტერატურული პალიტრა", ....და ქალი", "ათიანი", "ბომონდი", "ლიტერატურული საქართველო", "ლიბერალი". არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემიის,"ოქროს ფრთის" ლაურეატი; მირებული აქვს სატელევიზიო ფესტივალი "მანას" პრიზი, როგორც"საუკეთესო ტელეწამყვანს", ასევე მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზები "მაღალპროფესიული პუბლიცისტური საქმიანობისთვის", "აქტუალური თოქ-შოუს- რეტრო/პერ/სპექტივის" წაყვანისთვის", "ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის". ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა: gruni.edu.geჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


გააზიარე: