The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა იოსელიანი

ხათუნა იოსელიანი
სხვა სახელი:ბელა იოსელიანი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1983 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1983 წლიდან იყო რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი; გადაღებულია შემდეგ ფილმებში და სერიალებში: "კედელი" (რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა 1966), "ანემია" (რეჟ. ვახტანგ კოტეტიშვილი 1987), "დღესასწაული" (რეჟ. გივი (ბესო) ოდიშარია 1988)"ზეიმი" (რეჟ.ირაკლი შავლიაშვილი 1988), "დახატული წრე" (რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე 1988), "ჩვენი კეთილმოწყობილი საზოგადოება (შემსრულებელი №977"), რეჟ. ოთარ ლითანიშვილი 1989), "ტურანდოტი" (რეჟ. ოთარ შამათავა 1989), "ციხე-სიმაგრე" (რეჟ. დავით ჯანელიძე 1993), "ზღვარზე" (რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე 1993), "ოჩაბამბა"(ხათუნა) (რეჟ. ზაზა ჯორბენაძე 1994),  "გზა ჩალაურისაკენ" (რეჟ. აკაკი შანშიაშვილი 1994), "ატრაქციონი" (რეჟ. ოთარ შამათავა 1994), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (საფრანგეთი რეჟ. ნანა ჯორჯაძე 1996), "მაგრამ რა მერე?!" (თამარ) (რეჟ. რამაზ იოსელიანი 1997), "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ" (აშხენა, რეჟ. პავლე ჩარკვიანი 1998), "ძვირფასო მ." (რეჟ. ოთარ შამათავა 1999), "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" (საბფანგეთი, რეჟ. ნანა ჯორჯაძე 2000), "ცარიელი სივრცე" (რეჟ. მიხო (როლანდ) ბორაშვილი 2010), "არის ასეთი ქვეყანა"(უდარდელა) (რეჟ. ლევან ანჯაფარიძე 2003), "აფსურდისტანი" (გერმანია 2008), "დაუმთავრებელი პორტრეტი" (2011), "აეროპორტი" (უკრაინა); "სახლი ძველ უბანში" (1994), "მგლების ხორუმი" (2002), "ჰე, მეგობრებო". 2006 წელს ხათუნა იოსელიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წავიდა საცხოვრებლად, სადაც საკუთარი პროფესიით განაგრძო მუშაობა და ნიუ-იორკის ქართულ თეატრში არაერთი სპექტაკლი დადგა. 2013 წლის 14 ნოემბერს ხათუნა იოსელიანს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო; ნიუ-იორკში მან დადგა სპექტაკლები: "ნაცარქექია",  ნოდარ დუმბაძის "ჰელადოსი", "თეთრი ბაირაღები"; ალექსანდრე ჩხაიძის "შთამომავლობა". 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოელ კონსულთა საზოგადოებამ ქართველი მსახიობი, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი წარმატებული მოღვაწეობისთვის დააჯილდოვა. მიღებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის "Золотой орёл" (кинопремия) - "ოქროს არწივი"-ის გრან პრი ფილმისთვის "ცარიელი სივრცე" (2001), ანაპის (რუსეთი) დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების ღია კინოფესტივალის პრიზი "საუკეთესო მსახიობი ქალი" ფილმისთვის "ცარიელი სივრცე" (2001), კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის კინოფესტივალი "სესილის" პრემია (2014). აფხაზეთის ომში დაღუპული მსახიობის საშკა (ალექსანდრე) იოსელიანის და.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; პრაიმტაიმი: old.primetime.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge


გააზიარე: