The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს; 1980-1983წწ. - მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის ასპირანტი სპეციალიზაციით: სამედიცინო ფსიქოლოგია.

1984-1987წწ. - დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1987წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგის კათედრის მასწავლებელი; 1987-1997წწ. – პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი; 1987-1999წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; 1999 -2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2002-2012წწ. - გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2005-2017წწ. - ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი; 2005-2014წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნეირო და კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; 2015 წლიდან - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. სამეცნიერო კვლევის ინტერესები: ბავშვის განვითარების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა; განმავითარებელი მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებისათვის; აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა; ბავშვის განვითარების დარღვევების სარეაბილიტაციო მიდგომებისა და მეთოდების ეფექტურობის შეფასება; მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური და სწავლის პრობლემები; პირველადი დემენციების ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა; ქალა-ტვინის ტრავმის ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება; ეპილეფსიის ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქო-სოციალური პრობლემები. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პარკინსონიზმის ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.594; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია, პრეზიდენტი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: