The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ხუციშვილი

თამაზ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა უკრაინაში ქალაქ ხარკოვის უნივერსიტეტში (ХИИКС) სამშენებლო ფაკულტეტზე; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლის კვალიფიკაცია 1969 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №1 ტრესტის №1 მოძრავ-მექნიზებულ კოლონაში ჯერ ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან იყო იმავე მექანიზებულკოლონაში ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1982-1991წწ. იყო ჯერ 34-ე მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარი ინჟინერი, შემდეგ გარდაბნის მოძრავ-მექანიზებულ კოლონის მთავარი ინჟინერი; 1998 წლიდან ისევ №1 ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერია; 1992 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და პრაქტიკულად მუშაობდა სამშენებლო კონსტრუქციების და მასალების ხარისხის დადგენის თანამედროვე მეთოდებზე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა სოფლის მეურნეობის მრავალი ობიექტი: მეფრინველეობის ფაბრიკა თელეთსა და გამარჯვებაში, მეცხოველეობის ფერმა კრწანისში, მეთაფლეობის ცენტრი ოქროყანაში და სხვა; აღსანიშნავია მისი მონაწილეობა სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში: სტიქიით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების აშენება გარდაბანში; საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ნუცუბიძის ქუჩაზე, ვაკეში ბარნოვის ქუჩაზე საჩვენებელი საბავშვო ბაღის აშენება; მისი ხელმძღვანელობითაა აშენებული ეკლესიები ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში და გარდაბანში; მაღალ დონეზე იქნა შესრულებული საქართველოს საპატრიარქოს შენობის რემონტი და გალავნის აღდგენა; გარდაბნის ეკლესიის მშენებლობისას თავდადებული და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 329


გააზიარე: