The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამა პეტრე (კოლხი)

მამა პეტრე
ოფიციალური სახელი:პაატა კვარაცხელია
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სასულიერო აკადემია

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად ტელევიზიაში; პირველი სიუჟეტი ეკლესია-მონასტრებზე მოამზადა; 2001 წელს სკოლა "ფესვების" ისტორიის პედაგოგი იყო; პირველი ლექსი 12 წლის ასაკში დაწერა; გამოცემული აქვს 15-მდე წიგნი; აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც - ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა; მუშაობს რომანზე, რომელსაც საკმაოდ სკანდალური სახელწოდება ექნება - "აღსარება ფეისბუქით". სამების ტაძრის დეკანოზი.

სადისერტაციო თემა - "მისტიციზმი ტერენტი გრანელის პოეზიაში", დაიცვა 2017 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 187; რეიტინგი: reitingi.ambebi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: