The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუჯა ბერიშვილი

გუჯა ბერიშვილი
ოფიციალური სახელი:ელგუჯა ბერიშვილი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1977 წელს; ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სპორტული ჟურნალისტიკის განხრით; 1978 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჟურნალისტიკის ფაკულტეტი).

1978 წლიდან სპორტულ ჟურნალისტიკაშია; 1978-2011წწ. მუშაობდა გაზეთების - "ლელოს" (განყოფილების გამგე), "საქართველოს რესპუბლიკის", "რესპუბლიკის" (სპორტული მიმომხილველი), "სარბიელის" (რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, რადიო "თავისუფლებაში" (სპორტული მიმომხილველი); როგორც დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (1989) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (1990) დამფუძნებელ ყრილობებში; 1992 წელს გამოსცა ჟურნალი "ჩემპიონი"; 2005-2019წწ. რედაქტორობდა ორენოვან ჟურნალს - "ქართული სპორტი"; მისი წარდგინებით, 1992 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრი; 1997 წელს აირჩიეს AIPS-ის ევროპის კომისიის წევრად. დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა AIPS-ის 15 კონგრესში; 1992-2012წწ. აკრედიტებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 8 ოლიმპიურ თამაშებზე (მათ შორის - საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პრეს-ატაშეს რანგში) სპორტულ ჟურნალისტად; 1999 წელს თავმჯდომარეობდა სარეფერენდუმო კომიტეტს, რომელმაც გამოავლინა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები; მისი ორგანიზებით, 1999 წლის 19 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ამ რეფერენდუმის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია; იყო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი პირველ ევროპულ თამაშებზე (2015, ბაქო), ზაფხულის XXXI (2016, რიო დე ჟანეირო) და XXXII ოლიმპიურ თამაშებზე (2021, ტოკიო). ე. ბერიშვილი არის ავტორი, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი წიგნებისა და ალბომებისა; მისი რედაქტორობით გამოიცა ნოდარ გუგუშვილის მიერ შედგენილი "ოლიმპიური ენციკლოპედია" (1997, 274 გვ.), ირაკლი ლომოურის "მოგზაურობა ოლიმპეთში" (2014, 192 გვ.), თამარ ბალავაძის "ჭიდაობის პროფესორი" (2017, 295 გვ.). ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა (2023 წლის 30 მარტს). სპორტის მოღვაწე.

წყარო: საქართველოს ერვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პიერ დე კუბერტენის მედალი
    ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • ღირსების ორდენი
  • მარტვილის საპატიო მოქალაქე
  • მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია
  • ოლიმპიური მედალი

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები : პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი) // ტომი 2. - თბილისი, 2022. - 318გვ.. - ISBN: 9789941845482
  • ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები : პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი) // ტომი 1. - თბილისი, 2022. - 323გვ.. - ISBN: 9789941845482
  • ქართველები ტოკიოში = Georgian in Tokyo : ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, ტოკიო, 2021 წლის 23 ივლისი - 8 აგვისტო : ფოტოალბომი / საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ; პროექტის ავტორი და რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2021. - 132გვ.. - ISBN: 9789941839627
  • დიდი ბურთაობა : ქართული ფეხბურთი (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2019. - 118გვ.. - ISBN: 978-9941-478-79-6
  • ოლიმპიური ორტომეული = The Olympic Two-volume Edition : ელგუჯა ბერიშვილის პროექტი (ავტორი) // ტომი 1. - თბილისი, 2019. - 288გვ.. - ISBN: 9789941816673
  • ქართველები რიოში : ფოტო-ალბომი = Georgians in Rio : Photo-album / საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ; პროექტის ავტორი და რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2016. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-0-9347-0
  • დიდი ჩემპიონი = Great champion : ნონა გაფრინდაშვილი (ავტორი). - თბილისი, საქ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, 2016. - 120გვ.. - ISBN: 9789941087684
  • სპრინტის მეფე : ომარ ფხაკაძე : ალბომი / იდეის ავტ. და მთ. რედ. ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2014. - 72გვ.. - ISBN: 978-9941-0-6835-5
  • ოლიმპიური საქართველო = Olympic Georgia : ფოტოქრონიკა / პროექტის ხელმძღვ. ლერი ხაბელოვი ; იდეის ავტ. და მთ. რედ. ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, საქ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტი, 2014. - 116გვ.. - ISBN: 978-9941-0-7025-9
  • ქართული სპორტის ოქროს წიგნი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 375გვ.. - ISBN: 978-9941-21-048-8
  • Golden book of Georgian sport (ავტორი). - Tbilisi, Palitra L, 2013. - 375p.. - ISBN: 978-9941-21-361-8
  • ზურაბ ზვიადაური (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2012. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-0-4163-1
  • ჩემპიონთა გალერეა : 33 წიგნისგან შემდგარი სერია "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" / პროექტის ავტორი და რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილ (რედაქტორი). - თბილისი, 2012
  • გივი კარტოზია (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2011. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-0-3435-0
  • რომან რურუა (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2011. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-0-3480-0
  • Sport in Georgia: Photohistory = ქართული სპორტის ფოტოისტორია : ალბომი / პროექტის ავტ. და რედ. ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, შპს "სეზანი&quot, 2008. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-0-0621-0
  • სპორტის ენციკლოპედია : საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ასოციაცია ; პროექტის ავტ. და მთ. რედ. ელგუჯა ბერიშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2006. - 699გვ.. - ISBN: 99940-0-767-X
  • ფალავანთფალავანი : გივი კარტოზია (თანაავტორი). - თბილისი, ისინდი, 2006. - 265გვ.. - ISBN: 99940-65-55-6
  • ვიქტორი = Victor = Виктор : სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი (შემდგენელი). - თბილისი, ისინდი, 2005. - 108გვ.
  • დიდი ბურთაობა : ქართული ფეხბურთი (ავტორი). - თბილისი, სარბიელი, 2001. - 116გვ.

გააზიარე: