საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


 

მსოფლიოში ასობით ქვეყანა არსებობს. ყველა ქვყანაში ახალ წელს განსხვავებულად ხვდებიან. ახალი წლისთვის ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან. ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ საქართველოს და სხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციების შესახებ.

 

გერმანია

გერმანელები შობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ - განსხვავებით ახალი წლისგან. თუმცა ნაძვის ხე სწორედ გერმანელებმა გამოიგონეს, როგორც ახალი წლის სიმბოლო. ასევე გერმანელებმა მოიგონეს ნაძვის ხის სათამაშოებიც.

ტრადიციული საახალწლო ვახშამი საღამოს რვა საათზე იწყება და შუაღამეს მთავრდება. ჭიქების აწევა კი არის ნიშანი, რომ ვახშამი დასრულდა.

 

იტალია

იტალიაში ახალ წელს ძველ ნივთებს ფანჯრიდან ყრიდნენ. იტალიელებს სჯეროდათ, რომ რაც მეტ ნივთს გადააგდებდნენ, მომავალ წელს უფრო მეტს შეიძენდნენ.

იტალიელები ახალ წელს ახლობლებს წითელი ფერის თეთრეულს ჩუქნიან. წითელი ფერი, ხომ სიახლის აღმნიშვნელია.

იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბბო ნატალე“ ჰქვია. ის შობის ღამეს ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. ასევე იტალიელებს ჰყავთ ფიფქია „ლა ბეფანა“.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ტრადიციულად იტალიელებს „კოტეჩინო კონლეტიჩი“ ანუ ღორის სოსისი ოსპით და კულიჩი აქვთ.

 

შოტლანდია

შოტლანდიურ ახალ წელს „ხოგმანის“ უწოდებენ. შოტლანდიელებს სჯერათ მეკვლეების. შოტლანდიელების რწმენით, დიდი წარმატება მოაქვს შავთვალა ბიჭის მეკვლეობას.

შოტლანდიელები საახალწლო ღამეს ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და ქუჩებში აგორებენ. ამ ქმედებით ისინი ძველ წელს აცილებენ და ახალს ელიან. ახალი წლის დადგომამდე შოტლანდიელები მეზობლის კარებთან ჭურჭელს ამსხვრევენ. ახალი წლის ღამეს კი ყველა სახლში შუქი ანთია. ახალი წლის ღამეს შუქი სახლებში და ქუჩებში არ ქრება.

შოტლანდიელებს საახალწლო სუფრაზე აქვთ დიდი ტორტი. ტორტი მორთულია ნიგვზით, კანფეტებით და შაქრის ფიგურებით. ტორტს აქვს ნაციონალური ემბლემებიც-შოტლანდიური ჯვარი, მთები და ა.შ.

 

ბულგარეთი

ბულგარეთში საახალწლო სუფრაზე ღვეზელი აქვთ. ღვეზელში მომზადების დროს უამრავ ნივთს დებენ. ამ ღვეზელს სიურპრიზბიან ღვეზელს უწოდებენ. ღვეზელში ამოსული მონეტა გამდიდრებას ნიშნავს. ვარდის ტოტი სიყვარულს და ა.შ.

ბულგარელებს საახალწლო სუფრაზე ზუსტად 12 კერძი აქვთ და მათ შორის არც ერთი არ არის ხორცეული.

 

ავსტრალია

ავსტრალიაში ახალი წელი ზაფხულში დგება. ამიტომ ავსტრალიელები ახალ წელს ზღვის სანაპიროზე ხვდებიან. სიდნეი ავსტრალიის დედაქალაქია. სიდნეიში ახალი წლის დადგომისას უზარმაზარ ფოიერვერკს უშვებენ. ამ სანახობისთვის სიდნეიში 30 000 ადამიანი ჩადის.

 

ჩინეთი

ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის დგება. მაშინ როცა ახალი მთვარე გამოჩნდება ცაზე. ჩინელები ქუჩებს წითელი ფანრებით რთავენ. ფანრებს 12 ცხოველის ფორმა აქვსთ 12 ცხოველი ჩინური ზოდიაქოს მიხედვით არის არჩეული. ესენი არიან : ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი,ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი.

ყველაზე დიდი ფანარი არის იმ ცხოველის გამოსახულებით, რომლის წელიც დადგა.

ჩინელებისთვის ახალი წელი ღარიბების დღესასწაული იყო. ღარიბებს ამ დღეს შეეძლოთ ნებისმიერ მდიდრულ სახლში შესულიყვნენ და აეღოთ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

 

ინდოეთი

ინდოეთში ახალ წელს წელიწადში რვაჯერ აღნიშნავენ. ერთ ერთ ახალ წელს „გუდი პადვა“ ეწოდება. გუდი პადვას დროს ინდოელები მხიარულობენ, დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად და სადღესასწუალოდ იმოსებიან.

ქუჩებში მხიარულებაა. იდგმება ქუჩის სპექტაკლები, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ინდოელები საჰაერო ფრანსაც უშვებენ ცაში.

 

საფრანგეთი

მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში რევოლუცია მოხდა. საფრანგეთში დაარსდა რესპუბლიკა22 სექტემბერს. ამიტომ ფრანგები ახალ წელს 22 სექტემბერს აღნიშნავდნენ.

დღეს ფრანგები ახალ წელს 1 იანვარს აღნიშნავენ. საახალწლო სუფრაზე მთავარია შამპანური. შამპანური შუშხუნა სასმელია. ასევე საახალწლო სუფრაზე არის ხილი, ბოსტნეული, ხიზილალა და ბატის ღვიძლისგან მომზადებული პაშტეტი „ფუა-გრა“.

საშობაო სუფრაზე ფრანგებს აქვთ შემწვარი ინდაური და ხამანწკები. ასევე საშობაო ნამცხვარი „შეშა“. საშობაო ნამცხვარი ქიშმიშისგან მზადდება.

 

ირლანდია

ირლანდიაში ახალი წლის მოსვლამდე სახლის კარებს აღებენ. ვისაც სურს შეუძლია შევიდეს სახლში. ასევე ახალი წლის პირველ დღეს ირლანდიელები სახლის დღეს ზეიმობენ.

ძველი ტრადიციის მიხედვით ირლანდიელები ერთმანეთს ნახშირის ნატეხს ჩუქნიან.

 

ჩილე

ჩილეს ერთ-ერთ ქალაქს ტალკა ჰქვია. ტალკაში აქვთ ერთი უცნაური ტრადიცია. ახალი წლის დადგომამდე ყველა ტალკას მცხოვრები წინაპრების საფლავთან მიდის. ისინი მიცვალებულების საფლავთან ელოდებიან ახალი წლის დადგომას.

ტალკას მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ ახალ წელი მიცვალებულებმა მათთან ერთად უნდა დაიწყონ.

 

ეთიოპია

ეთიოპიაში ახალი წელი 11 სექტემბერს დგება. 11 სექტემბერი არის დიდი წვიმების დასრულების და მოსავლის აღების დრო.

ახალი წლის ღამეს ქუჩაში მსვლელობები ეწყობა. ასევე ტრადიციის მიხედვით ცეცხლზე ხტომის რიტუალს ასრულებენ.

 

ესპანეთი

ტრადიციის მიხედვით, ესპანეთში ახალი წლის ღამეს 12 მარცვალ ყურძენს მიირთმევენ. ზარი თორმეტჯერ რეკავს. ყოველ ზარის დარეკვისას ესპანელები ერთ მარცვალ ყურძენს ჭამენ და თან სურვილს იფიქრებენ.

როგორც ხედავთ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. თუმცა ყველა მათგანი ცდილობს ახალ წელს განსაკუთრებულად და დიდი სიხაულით შეხვდნენ. ახალ წელი ხომ ოცნებების ასრულების წელია.

 

სომხური ახალი წელი

ძველად სომხები ახალ წელს 21 მარტს აღნიშნავდნენ. 18-ე საუკუნიდან სომხები ახალ წელს პირველ იანვარს აღნიშნავენ. ძველად, ახალი წლის ღამეს ბავშვები იკრიბებოდნენ სოფელში. ისინი ახალ წელს ხვდებოდნენ სიმღერით. ბავშვები მეზობლებთან მიდიოდნენ და საჩუქრად ტკბილეულს იღებდნენ.

სომხები მეკვლეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ბედობის დღე“ არის 2 იანვარს. ზოგიერთ სომხურ ოჯახში ორ იანვარს ამზადებენ „ტარის“. „ტარი“ არის ორცხობილა, რომელშიც მონეტას დებს ოჯახის დიასახლისი.ოჯახის წევრებისგან ერთ-ერთს მონეტიანი ორცხობილა შეხვდება. სომხები მიიჩნევენ, რომ მისთვის მომავალი წელი სურვილების ასრულების წელი იქნება.

სომხურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის სომხური კონიაკი და ტოლმა,რომელიც სამი სახის უნდა იყოს : კომბოსტოს, ვაზის ფოთლების და ღერღილის. უხორცო ტოლმას სომხები ქლიავის ჩირით ამზადებენ.

 

აზერბაიჯანული ახალი წელი

აზებაიჯანელები ახალ წელს 21 მარტს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამი ჰქვია. „ნოვრუზ“ სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს.

 

21 მარტი დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის მოსვლის, დედამიწის გამოცოცხლების დღესასწაულია.

ნოვრუზი სამ დღეს გრძლედება. ამ დღეს ყველა ხალისიანია. ყველა ოჯახში არის „სემენი“. სემენი ხორბლის ჯეჯილს ჰქვია. ის ახალი სიცოცხლის, განახლების, გაზაფხულის სიმბოლოა.

აზერბაიჯანელები ნოვრუზზე „ფახლავას“ ამზადებენ. „ფახლავა“ ტკბილი ნამცხვარია. ასევე ამზადებენ „დოუგას“. ნის ბრინჯის, ქიშმიშისა და თხილისგან მზადდება.

ნოვრუზ ბაირამის დროს აზერბაჯანელები ნათესავებთან , ავადმყოფებთან და გაჭირვებულ ადამიანებთანაც მიდიან. გაჭირვებულებს ისინი საკვებით ეხმარებიან.