რეზონანსი
19.10.2023

"გაძეტა დელო სპორტი" ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა. წერილის ავტორია ჟურნალისტი ვინჩენცო დ ანჯელო, სალომე ხარატიშვილის უშუალო მონაწილეობით. რომელიც lelo.ge-სთან თანამშრომლობს...

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი სტატიიდან:

"კვარამ" და ნიცამ სამუდამო სიყვარული უფლის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.

წვეულება ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა აღმოჩნდა 60 სტუმრისთვის. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და რამდენიმე სიყრმის მეგობარი. მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს "კვარამ" ქართული ტრადიციული სამოსი - ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი - საქორწინო ცერემონიისთვის) - ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის.

ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.

ეკლესიიდან გამოსულთ კი მათ აღმართული ხმლების კორიდორის გავლამ მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.

ტრადიციულ ცეკვა-თამაში და საქორწინო ვახშამი თბილისში, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. რესტორანი თავისი ისტორიითა და მნიშვნელობით დედაქალაქის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და აქედან სტუმრებს ქალაქის გასაოცარ ხედებს სთავაზობს. სწორედ ამ შესანიშნავი ხედის ფონზე კვარამ და ნუცამ ტორტის გაჭრის ცერემონია ფოიერვერკების ფონზე იზეიმეს

ფეიერვერკის ეფექტის მქონე დაბრუნება, ეს არის ის, რასაც ნეაპოლში თავის "მეფეს" სთხოვენ, რომ მან ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის კვლავ გააგრძელოს. "კვარას" ღიმილი სახეზე და მისი ბედნიერება პირად ცხოვრებაში რუდი გარსიასთვის ერთგვარი სიმდიდრეა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მისი "ნაპოლი" რაღაც დროით ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშებს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×