რეზონანსი
22.10.2022

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს, რადგან არავინ ტესტავს სისტემების გამართულობას.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სამშენებლო, სახანძრო უსაფრთხოება, თუ პარკების რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევები ხშირია და ამის ერთ-ერთ მიზეზი არის ის, რომ ექსპლუატაციაში მიღება სწორად არ ესმით ქვეყანაში.

„ექსპლუატაციაში მიღება, ობიექტის ჩაბარება არ უდრის ფუნქციონირებად გამართული ობიექტის არსებობის დადასტურებას. ეს უდრის ფორმალურად იმ დოკუმენტების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოები. გამოყენება/ფუნქციონირება შინაარსობრივად, არის აბსოლუტურად სხვა რაღაც.

მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოება ვახსენეთ, ამ მიმართულებით მივიღეთ ძალიან ვრცელი, რთული კანონმდებლობა, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა ჩატარდეს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.

დაინტერესდით, როგორ ხდება ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება - უბრალოდ ქაღალდებზე. ვნახულობთ - რა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები უნდა ეყენოს და ვადარებთ ვიზუალურად აყენია თუ არა. სისტემა იმუშავებს თუ არა, ამას არავინ ამოწმებს. ანუ ისევ თავის მოტყუების რეჟიმში ვართ და ძალიან სამწუხარო შედეგები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შეიძლება ისევ განმეორდეს, რადგან არავინ ტესტავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობას, იტესტება მოწყობილობა სპეციფიკაციას შეესაბამება თუ არა.

საერთოდ სხვა წარმოდგენა გვაქვს ფუნქციონირებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ექსპლუატაციაში მიღებას არ ნიშნავს კაბელის სპეციფიკაციის დადასტურებას, ეს არის ტესტირება, იმუშავებს თუ არა სისტემა,"- განაცხადა უჩა ზაქაშვილმა „პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემაში "საქმე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×