რეზონანსი
17.01.2023

ქილერმა, თურქეთში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე, შესაძლოა შეცდომით მოკლა - მოკლულის ახლობლების ამ ვერსიაზე ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს.

მათივე ინფორმაციით, ქილერის რეალური სამიზნე, ასევე ქართველი "კანონიერი ქურდი" როინ უგლავა, იგივე მატევიჩი იყო, რომელიც მოკლულ რეზო ლორთქიფანიძესთან ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა.

ეს ვერსია მაშინ წამოიჭრა, როდესაც თურქულმა პოლიციამ ეჭვმიტანილების ვინაობა გაარკვია. ისინი რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკური ქურთები - ნაბო და რედუან მუსტაფაევები არიან.

ტრაბზონში, ორივე ქართველი "ქანონიერი ქურდი", მოკლული რეზო ლორთქიფანიძე და როინ უგულავა, მრავალსართულიან სახლში სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღეს, რეზო ლორთქიფანიძის მანქანით სახლიდან ორივე ერთად გავიდა. სახლში მარტო დაბრუნებულ რეზო ლორთქიფანიძეს, ჩასაფრებულმა ქილერმა ცეცხლი მგზავრის მხრიდან გაუხსნა, რომელიც სავარაუდოდ, მისი გათვლით, "მატევიჩი" უნდა ყოფილიყო.

როგორც პოლიციამ დაადგინა, მუსტაფაევები თურქეთში ორი სხვადასხვა მანქანით ბულგარეთიდან შევიდნენ. ერთი ავტომობილი სათვალთვალო კამერების არეალიდან დაფარულ ადგილას დატოვეს, მეორეთი კი "საქმეზე" წავიდნენ.

ქილერები მკვლელობის ადგილიდან 250 კმ-ში დააკავეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×