რეზონანსი
21.07.2023

Coca-cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეთ მან რა იშოვა, არამედ ის, თუ რა შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ბიზნესმენი ამ განცხადებით, პარლამენტარ ალუდა ღუდუშაურის შეფასებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თემურ ჭყონიას ცივი კოკა-კოლას შეხვედრებზე გასაგრილებლად ჩააქვს.

ჭყონია აცხადებს, რომ მისი კომპანიების შენატანები ბიუჯეტში საუკეთესო პასუხია ასეთ განცხადებებზე. მისივე თქმით, პასუხია ისიც, რომ ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკას ქმნის.

„McDonalds Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც... ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა...

ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის - რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე კომპანიას შენატანი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მინიმუმ 130 მლნ ლარი იქნება.

ეს საუკეთესო პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცივ კოკა-კოლას არ ვატარებთ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვქმნით თავისი ახალგაზრდების დასაქმებით, პოტენციალის ამაღლებით, დამაგრებით, განვითარებით და ა.შ.", - განაცხადა ბიზნესმენმა „bm.ge"-სთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×