რეზონანსი
15.01.2024

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის  მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, წელსაც შენარჩუნდება ის ტარიფები, რომელიც 2023 წელს იყო.

„ზოგადად, თუ შევადარებთ 2022 წელს, რომელიც გამოწვევებით სავსე წელი იყო, მაღალი ფასები ფიქსირდებოდა ხორბალსა და ფქვილზე, რაც ავტომატურად აძვირებდა პურს, გასული წელი გაცილებით უკეთესი გამოდგა. ამ მხრივ ბაზარზე სტაბილურობა იყო და საწარმოების მხრიდან მაღაზიებისთვის სერიული პურის ჩასაბარებელი ფასი 90 თეთრიდან - 1.10 ლარამდე მერყეობდა. სწორედ ამ ტარიფის შენარჩუნება იგეგმება მიმდინარე წელსაც“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბიზნესისთვის წყლის ტარიფის გაზრდის საკითხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ფაქტს პირველადი სასურსათო პროდუქტის ფასებზე გავლენა არ ექნება.

„მიმდინარე წლიდან ბიზნესისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, თუმცა, ასევე მიმდინარე წლიდან გაიაფდა ელექტროენერგია, რამაც საბოლოო ჯამში, ფასები დააბალანსა“, - აღნიშნავს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.

ამჟამად, 1 ტომარა ფქვილი საშუალოდ 51 ლარი ღირს და თუ მისი ფასი 52 ლარს არ ასცდება, მწარმოებლები პურზე დღეს არსებული ფასების შენარჩუნებას შეძლებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×