რეზონანსი
14.02.2024

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, როცა კომისიამ პატრიარქს მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა. ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც საპატრიარქო მისით უკმაყოფილოა, შობის გალობას უკავშირდება. 

„ხმამაღლა და მკაფიოდ ვამბობ პოზიციას, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვღელავ. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც გულს მტკენდა. მე, როდესაც ერთ-ერთ მამაოს ვკითხე, რომელი განცხადების გამო - ერთი იყო შობასთან დაკავშირებით, როდესაც ლირიკული გადახვევით გავაკეთე განცხადება, როგორი უკუღმართები ვართ მეთქი, რომ 7 იანვარს ვგალობთ 25 დეკემბერსა-თქო, ამ განცხადებასთან მიმართებაში არ ვყოფილვარ პრინციპული, ისე როგორც სხვა განცხადებებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, როგორც მე, ისე მეორე მხარესაც უნდა შეეძლოს.

ჩამოვალ საქართველოში, როგორც კი დამიბარებენ, ვაპირებ მისვლას და იქაც ჩემი პოზიციების დაფიქსირებას და ისიც ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო გადაცდომა და სად შეიძლება ჩემი პოზიციები მკვეთრად და მკაფიოდ დავიცვა. იმიტომ კი არა, რომ მე ვიღაცასთან ომს ვაწარმოებ და ეს ხელჩართული ბრძოლა იქნება, ღმერთმა დამიფაროს, არავისთან ომს არ ვაპირებ, ეს არის ჩემი შეხედულება. ომს არ ვაპირებ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, მე რასაც ვამბობ, რაც სინამდვილეში მაწუხებს.

მირჩევია შიდა ოჯახში, საპატრიარქოში, მღვდელმთავრებთან ერთად განვიხილო, მამაშვილურად ვისაუბრო," - ამბობს დეკანოზი.

ივე პეტრე კოლხი ამბობს, რომ მას კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ემუქრებიან - პარტიის სახელს არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ "ქრისტეზე მეტად რუსებს ემსახურებიან". დეკანოზის განმარტებით, პირები, ვინც მას ლიკვიდაციით ემუქრებიან, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები არ არიან. თუმცა მამა პეტრე აღარ აზუსტებს, არიან თუ არა მუქარის ავტორები "ალტ ინფოს" წარმომადგენლები.

„ვერ გეტყვით, რომ მატრონა მოსკოველის ხატი მამა პეტრეს უკავშირდება, მაგრამ მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა, გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს - ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკური ბლოკის თუ პარტიის მიმდევრები, არ მინდა დასახელება“, - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში დეკანოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×