რეზონანსი
15.02.2024

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. იგი 68 წლის იყო.

ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ ლეგენდარული ფილმიდან – „მხიარული რომანი“ – გაიცნო.

15 წლის იყო, პირ­ვე­ლად რე­ჟი­სორ­მა სოსო ჩხა­ი­ძემ რომ გა­და­ი­ღო ფილმში “მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი”, მერე ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძემ ათა­მა­ში ფილმში “მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი”.

შემ­დე­გაც უამ­რავ­მა რე­ჟი­სორ­მა შეს­თა­ვა­ზა გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას უარს ეუბ­ნე­ბო­და.

17 წლის გა­თხოვ­და, რის მე­რეც კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მე­ტიც, ის ქმარ­თან, თბილისის „დინამოს“ ყოფილ მეკარესთან, დავით გოგიასთან ერ­თად სო­ფელ დი­ღომ­ში გა­და­სახ­ლდა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×