დახურვა
სტილი
13.07.2022

მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის მეუღლეს ცოლის პოპულარობა არ აკომპლექსებს:

„ჩემს ქმარს პოპულარული ცოლის კომპლექსი არ აქვს, პირიქით, ძალიან უხარია ჩემი წარმატებები, ყოველთვის მგულშემატკივრობს და ნომერი პირველი მრჩეველია ჩემთვის, დაწყებული ჩაცმიდან დამთავრებული კარიერული საკითხებით. თავად არანაირი სურვილი არ აქვს, რომ საჯარო ცხოვრებაში ჩაერთოს. პრინციპში, არც მე მაქვს დიდად ბობოქარი და საჯარო ცხოვრება. ჩემი საჯარო ცხოვრება ძირითადად სამსახურია…“

მარიამი ასევე საუბრობს სტრიების შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფეხმძიმობისას 40 კილოგრამი მოიმატა:

„საკმაოდ რთულად დავიკელი და მას შემდეგ მიმაჩნია, რომ ეს სტრიები ჩემთვის არის საამაყო დეტალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მყავს შვილი და ეს არის ჩემი გარეგნობა. ქალს არავისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, რომ შვილის გაჩენის გამო შეიშლება სხეულმა დეფორმაცია განიცადოს…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×