#სილამაზე

5 მოდური ვარცხნილობა, რომელსაც ამ სეზონზე მოვიხდენთ

გაზიარება:

შემოდგომა, როგორც ახალი ცხოვრების საწყისის სიმბოლო, ყველაზე კარგი პერიოდია ჩვენი გარეგნობის შესაცვლელად და საიდან ვიწყებთ ცვლილებას თუ არა ჩვენი თმებიდან. რა თქმა უნდა, 2021 წლის შემოდგომა თავისი ფავორიტი ვარცხნილობების გარეშე არ არსებობს, სტილი, რომელსაც ამ 3 თვის განმავლობაში უნდა მივმართოთ აქ არის და ერთად შევიტყოთ მათ შესახებ.

უსწორმასწორო წინამო

ტალღოვანი წინამო, რომელიც ოდნავ ცდება ჩვენს თვალებს და ცენტრისკენ თხელდება, ამ სეზონის ნამდვილი ჰიტია. 1970-იანი წლების როკ-ენ-როლის ვარცხნილობამ აწმყოში დაბრუნების გზა ნამდვილად იპოვა.

მიქსი

რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მხოლოდ ერთ სტილზე, როდესაც შეგვიძლია ჰიბრიდი შევქმნათ და საუკეთესო მიქსი მოვირგოთ. სიმართლე გითხრათ, საკუთარი გემოვნებით, საკუთარივე ვარცხნილობების გაერთიანება ამ დრომდე აზრად არ მოგვსვლია და აქამდე სად ვიყავით?!

გარსონი

ცნობილია, რომ გარსონის ვარცხნილობა ფრანგული სიტყვიდან "ბიჭი" მომდინარეობს, სწორედ მას უკავშირდება უშუალოდ ვარცხნილობის სიგრძეც და მინიმალიზმიც. 2021 წელს ეს სტილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რეიჩელის ვარცხნილობა

გასული წლიდან მოყოლებული, Friends-ის ერთ-ერთი მეგობრის რეიჩელის საკულტო ვარცხნილობა მოდაში არა ერთი სახეცვლილებით დაბრუნდა, ამ სეზონზე ვარცხნილობის კიდევ ერთი ვარიაცია გვხვდება, შედარებით დალაგებული და სწორხაზოვანი, ვიდრე აქამდე.

1970-იანი წლების შთაგონება

კიდევ ერთი ვარცხნილობა, რომელსაც ამ სეზონზე 1970-იანი წლებიდან ვისესხებთ, ეს არეული, თუმცა საოცრად ლამაზი ხვეულებია. ის განსაკუთრებით მიიპყრობს თქვენ ყურადღებას, თუ კი გრძელი თმა გაქვთ და მისთვის იერის შეცვლა რადიკალურად გსურთ სიგრძის მოკლების გარეშე.

ზევით