Saturday, July 5, 2014

ხალხური საკრავები

პროექტის მოკლე აღწერა
 : სხვადასხვა ხალხური მუსიკალური საკრავების შესახებ .

პროექტის სრული აღწერა: ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა სამ
ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზეც მიუთითებსსაქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალური საკრავები.მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სალამური,ჩანგი, რომელიც ძვ-აღ-ით VI საუკუნეშია აღმოჩენილია.სიმებიანი საკრავებიდან შემორჩენილია ფანდური აღმოსავლეთ და ჩონგური დასავლეთ საქართველოში.მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს.


მოსწავლეები მოახდენენ,  როგორც ლიტერატურულ  ცნობებს ასევე განვითარებენ მუსიკის მოსმენის უნარ- ჩვევის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარს.

მონაწილეთა ასაკი: 10-11

ვადები- ნებისმიერი 1 თვე , სასწავლო წლის დამთავრებამდე. 

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება ლიტერატურიდან, ხალხური საკრავების გაცნობა, ფრაგმენტის მოსმენა სალამურისა და ჩონგურის ჟღერადობით, ხატვა,პრეზენტაცია.


მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, გამართავენ თეტრალურ წარმოდგენებს ხალხური მუსიკალური საკრავების გამოყენებით, გაიუმჯობესებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება-დასაბუთების, ფანტაზიის უნარს, მოყვებიან მუსიკალურ
ნაწარმოებთან დაკავშირებულ ,ისტორიას,


სარგებელი სხვისთვის: გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრება


საგნებთან კავშირი: ხელოვნება, მუსიკა.

ხელოვნება : ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა:
(
 მუსიკა, ხატვა ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას
წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,
მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში
ფოტოების, ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.

მუსიკა: ინფორმაციას მოსმენილი ნაწარმოების შესახებ -
კავშირებს ყოველდღიურობასთან , ამოიცნობს
ზოგიერთ მუსიკალურ საკრავს.
სალამური
სალამური ჩასაბერი საკრავია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. სალამური ორგვარია: უენო და ენიანი. უენო - ენიანის წინაპარია. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ენა - სალამურის მილში ჩასმული ლერწმის მოკლე საცობი - და

თვლების რაოდენობა. სალამურზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ, რადგან ეს საკრავი უმეტესად მწყემსის ყოფასთანაა დაკავშირებული. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები


ლარჭემი//სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. სამეგრელოში ლარჭემი ჰქვია, გურიაში - სოინარი. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია, ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან - ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური - "პანის ფლეიტა" - მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება: ანალოგიური საკრავების მილები თანმიმდევრობით კლებადი სიგრძის მიხედვითაა განლაგებული და, შესაბამისად, ბგერათრიგიც თანმიმდევრულია - მელოდიურ-ჰომოფონიური. ქართული ლარჭემ-სოინარის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ მისი აგებულება და წყობა მრავალხმიანობის პრინციპზეა დამყარებული. საკრავის თითოეულ მილს (ღერს) თავისი სახელი აქვს და სხვადასხვა სიმაღლის

 გუდასტვირი ჩასაბერ საკრავთა შორის ყველაზე განვითარებული და რთულია. შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. გუდასტვირი საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იყო გავრცელებული: ფშავში - სტვირი, მესხეთში - თულუმი, აჭარაში - ჭიბონი, რაჭაში - გუდასტვირი ან საზანდარი... დღეს გუდასტვირი მხოლოდ მესხეთში, რაჭასა და აჭარაშია შემორჩენილი. აგებულებით იდენტური საკრავები - ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი - ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. თულუმიც გუდასტვირივით ორ მილიანია, მაგრამ მის ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა უნისონურ ჟღერადობას ქმნის. გუდასტვირი სააკომპანემენტო საკრავია

ფანდური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავია. მისი გავრცელების ტრადიციული არეა აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი, მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან კი დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. სხვადასხვა კუთხის ფანდურები განსხვავდებიან ფორმითა და დანაყოფების (ფარდების) რაოდენობით: ხევსურული ფანდური ბრტყელია და 2-3 დანაყოფი აქვს, მთიულურსა და მოხეურს შეზნექილი მუცელი აქვს, ქართლსა და კახეთში კი ფანდურის კორპუსს ხშირად აჩუქურთმებენ... ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია; მასზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ფანდურს სამი სიმი აქვს.
 

No comments:

Post a Comment