Wednesday, January 16, 2013

ხევსურეთის ტრადიციები


ხევსურეთი
ხევსურები ტრადიციული ხალხია და ამ ტრადიციებს უფრთხილდებიან, თუმცა ზოგიერმა მათგანმა აქტუალურობა დაკარგა, მაგ. როგორიცაა სისხლის აღება. თუმცა, მე მიმაჩნია რომ სისხლის აღება გამართლებული იყო, იმ მხრივ, რომ ის პასუხისმგებლობას აღვივებდა იმ მკაცრ პირობებში მაცხოვრებელ ხალხში, რომელთაც უდიდესი მისიაც ეკისრათ, ყოფილიყვნენ სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე. თითოეული მათგანი იმ აზრით იზრდებოდა, რომ კაცის მოკვლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ნათესავების წინაშე, რადგან მის ერთ შეცდომას შეიძლებოდა მისი უახლოესი ნათესავის სიცოცხლე შეწირვოდა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძბოამ და ადათ-წესების ერთგულებამ შეაძლებინა ამ ხალხს, გაეძლო ამ უმკაცრესი პირობებისთვის.
ხევსურთა სიმკაცრეს ხაზს უსვამს ასევე ის ფაქტი, რომ მათ ეკრძალებოდათ მიცვალებულის დატირება, ქალის მიერ ქმრის, ძმის, შვილის დატირება ხევსურეთში სირცხვილად ითვლებოდა. ხევსურთა მიერ მიცვალებულის გლოვა რიტუალს უფრო ჰგავდა და ეს მოგვაგონებს კორსიკელი ხალხის მიერ მიცვალებულის დატირებას, რომელსაც სახელად ” ბალატა” ერქვა. ამის შესახებ ალექსი ჭინჭარაული თავის წიგნში ”მთას ვიყავ” წერს:”ყოველი წინადადება ხევსურული ხმითნატირალის ფრაზებს გვაგონებს, ისეთივეა აზრი - მიცვალებულისთვის ”ჯვარის დაწერა”, ზედამრჩოთათვის ნუგეშის ცემა, იმის შეხსენება, რომ მას შვილები დარჩნენ იმედად და სხვ.”

No comments:

Post a Comment