Friday, December 23, 2016

შემწვარი თევზის რეცეპტი ( ბარაბულკა)



500-600 გრ ბარაბულკა
100 მლ ზეთი
200-250 გრ ფქვილი
მარილი და შავი პილპილი
ლიმონი (ნახევარი)

თევზი გავასუფთავოთ აუცილებლად, შიგნიდან და გარედან.
თითოეული თევზი გავჭრათ და ამოვაცალოთ ე.წ შიგნეულობა.
ასევე მოვაცილოთ ე.წ ლაყუჩები. მოვაყაროთ მარილი. გავწუროთ ნახევარი ლიმონი და მოვასხათ . შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში. დავასხათ ზეთი ტაფაზე და გავაცხელოთ.გაითვალისწინედ რომ როდესაც თევზს დავაწყობთ ტაფაზე. ზეთმა მთლიანადა უნდა დაფაროს ბარაბულკას თევზი. შეწვის ფროცესში თევზი იმდენ ხანს გავაჩეროთ ტაფაზე სანამ ტევზი არ მიიღებს ოქროსფერს. ტაფაზე ძალიან ფრთხილად გადავატრიალოდ თევზი რომ არ დაიშალოს. მზა თევზი დავაწყოთ თეფშზე და მოვაყაროთ შავი პილპილი.ასევე ზემოდან დავაწყოთ ლიმონი და მწვანილი.
შემწვარი ბარაბულკა მზად არის. გემრიელათ მიირთვით!!

No comments:

Post a Comment