Posts

Image
    ოთახის ვარდის მოვლა — სასარგებლო რჩევები ოთახში ჩვეულებრივ მოყავთ რემონტატული, ჰიბრიდული და პოლიანტული ვარდები. მათ შორის გარეგნული განსხვავება ძალზედ მცირეა. ვარდის ყველა ჯიშს აქვს ხუთი ფურცლისგან შემდგარი დიდი ფოთოლი, სხვადასხვა შეფერილობის და სასიამოვნო სურნელის-საკმაოდ ლამაზი ყვავილი. თუ გავითვალისწინებთ ვარდის მოვლის ქვემოთ მოყვანილ რჩევებს, ვარდი დიდხანს გაძლებს და კარგად გამრავლდება. ვარდებისთვის სასარგებლოა: სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრები და აივნები; სასუქით მდიდარი ნიადაგი; წელიწადის ცხელ დროს სუფთა ჰაერზე ყოფნა; ხშირი მორწყვა ვეგეტაციის პერიოდში; სასუქის შეტანა ყვავილობის დროს კვირაში ერთხელ; დიდ ქოთანში გადარვა აუცილებლობის შემთხვევაში. ვარდებს ვნებთ: ცივი წყლით მორწყვა; სიცხეში ყოფნა; მცენარეზე გამხმარი ყვავილების დატოვება; ფესვების დაზიანება გადარგვისას; მავნებლების და დაავადებების გაჩენა; თბილი ზამთარი. როგორც კი შეიძენთ ვარდის ბუჩქს და სახლში მიიტანთ არ იჩქაროთ მისი გადარგვა სხვა ქოთანში. დადგით აღმოსავლეთ ან სამხრეთ — აღმოს