#სახლისკენ - კოვიდ-შემოდგომის საფესტივალო პალიტრა
#სახლისკენ - კოვიდ-შემოდგომის საფესტივალო პალიტრა
  • პირველად საქართველოში!: 3-7 ნოემბერს ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პირველი გამოშვება ჩატარდება.მოისმენთ, თუ რატომ არის ეს მოვლენა ახალი სიტყვა საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით, რა უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ახალბედა რეჟისორებს და რა პრიზებით დაჯილდოვდებიან კონკურსში გამარჯვებულები;
  • ვის ერგება თუმანიშვილის ვაშლი?: მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული დრამატურგიული კონკურსები გრძელდება. გაიგებთ, თუ როგორია „ქართული პიესა 2020“-ის საკონკურსო პირობები და რა სახის პრემიები გადაეცემათ გამარჯვებულებს;
  • საგუნდო მუსიკა სასახლის ბაღში: ქარვისფერი შემოდგომა და საგუნდო მუსიკის მომაჯადოებელი ჰანგები ალბათ დროებით მაინც დაგავიწყებთ რთულ რეალობას. შეიტყობთ, თუ როდემდე გასტანს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში თბილისის საგუნდო მუსიკის მეათე საერთაშორისო ფესტივალი და რა პროგრამას გვთავაზობენ ორგანიზატორები.
  • აფიშა – კულტურის სიახლეები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: