2020 წლის საუკეთესო ფოტოები „როიტერისგან“
2020 წლის საუკეთესო ფოტოები „როიტერისგან“

გამოცემა „როიტერი“ 2020 წლის 100 საუკეთესო ფოტოს აქვეყნებს წლევანდელი საკუთარი არქივიდან. გთავაზობთ სურათების ნაწილს.

1. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლისას საარჩევნო კამპანიის დროს. ჯეკსონვილი, ფლორიდა, 24 სექტემბერი, 2020 /ავტორი – ტომ ბრენერი

2. ლიბანის არმიის ჯარისკაცი პატრულირებს ბეირუთის პორტის აფეთქების ზონაში. 7 აგვისტო, 2020 / ავტორი – მოჰამედ აზაკირი

3. ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ნომინაციის გამარჯვებული ბრედ პიტი ელოდება, როდის დააწერენ მის სახელს ოსკარის ქანდაკებას 92-ე დაჯილდოებაზე. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, 9 თებერვალი, 2020 / ავტორი – ერიკ გალიარდი.

4. დრონით გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ შლიან ჩამოწერილ საკრუიზო გემებს საპორტო სახელოსნოში. იზმირი, თურქეთი, 2 ოქტომბერი, 2020 /ავტორი – უმიტ ბეკტასი.

5.  მიულენბერგიის ვარდისფერი ბალახის მინდორში ქალი სელფის იღებს, ამასობაში კი მისი მეგობარი მაკიაჟს ისწორებს. ჰანამი, სამხრეთ კორეა, 13 ოქტომბერი, 2020 / ავტორი – კიმ ჰონგ-ჯი.

6. ექთანი ნაადრევად დაბადებულ ჩვილს დედას აწვდის. ბარნლი, ბრიტანეთი, 15 მაისი, 2020 / ავტორი – ჰანა მაკკეი.

7. სერფინგისტი ტალღებს სრიალისას. კარდიფი, კალიფორნია. 7 იანვარი, 2020 /ავტორი – მაიკ ბლეიკი.

8. ბილი აილიში გრემის 62-ე დაჯილდოებაზე. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, 26 იანვარი, 2020 / ავტორი – მაიკ ბლეიკი.

9. სტერილიზაციის პროცედურისათვის დაძინებული მაიმუნები გამოღვიძების მოლოდინში. ლოპბური, ტაილანდი, 22 იანვარი, 2020 / ავტორი – ხორხე სილვა.

10. კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინსტინი შედის ნიუ-იორკს კრიმინალურ საქმეთა სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს სექსუალური ძალადობის ბრალდებით. 9 იანვარი, 2020 /ავტორი – ბრანდენ მაკდერმიდი.

11. ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი ინდევორის ფონდის დაჯილდოებაზე. ლონდონი, ბრიტანეთი, 5 მარტი, 2020 /ავტორი – ჰენრი მაკკეი.

12. პინგვინების ჯგუფი აისბერგის წვერზე სეირნობს . ანტარქტიდა, 6 თებერვალი, 2020 /ავტორი – უესლი მარსელიანო.

13. ძაღლები პირბადეებით სავაჭრო ცენტრში კორონავირუსის ეპიდემიის დროს. შანხაი, ჩინეთი, 16 თებერვალი, 2020 /ავტორი – ალი სონგი.

14. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელსაც ბევრი ქვეყანა ვენესუელის კანონიერ მმართველად აღიარებს, გადადის ვენესუელის ეროვნული ასემბლეის ღობეზე. კარაკასი, ვენესუელა, 5 იანვარი, 2020 /ავტორი – მანაურე კინტერო.

15. მედიცინის მუშაკი ქედს იხრის პოლიცის ოფიცრის საფლავთან, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. დელი, ინდოეთი, 29 აპრილი, 2020 /ავტორი დანიშ სიდიკი.

16. ვულკან ტაალის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლით დაფარულ ავტოსადგომზე მიტოვებული ძაღლი. ბატანგასი, ფილიპინები, 13 იანვარი, 2020 /ავტორი – ელოისა ლოპესი.

17. წაქცეული ხე ამაზონის ჯუნგლების ზონაში, რომელიც ფერმერებმა მთლიანად გაჩეხეს. პორტუ-ველიუ, ბრაზილია, 14 აგვისტო, 2020 /ავტორი – უესლი მარსელინო.

18. 35 წლის სკოლის მასწავლებელმა მამაკაცმა ფოტო გადაუღო თავის ორი წლის ქალიშვილს, ბიანკას, რომელიც ლოკდაუნის დროს მას ფეხის ფრჩხილებზე ლაქს უსვამს; მისი მეუღლე, გოგონას დედა ამ დროს აივანზეა და ქალაქს გასცქერის. სან-ფიორანო, იტალია, 20 მარტი, 2020 /ავტორი – მარციო ტონიოლო.

19. 29 წლის უსახლკარო გალია იყურება მის მიერვე აგებული თავშესაფრიდან. ომსკი, რუსეთი, 14 თებერვალი, 2020 /ავტორი – ალექსი მალგავკო.

20. ცარიელი ქუჩა მანჰეტენზე კორონავირუსის ეპიდემიის დროს. ნიუ-იორკი, აშშ. 15 მარტი, 2020 /ავტორი – ჯინა მუნი.

21. ხანძრის დროს თათებდამწვარი პატარა იაგუარი მკურნალობისას. კორუმბას-დი-გოიასი, ბრაზილია, 19 სექტემბერი, 2020 /ავტორი – უესლი მარსელინო.

22. ამომრჩევლები ხმის მიცემის რიგში. ოკლაჰომა, აშშ, 3 ნოემბერი, 2020 /ავტორი – ნიკ ოქსფორდი.

23. ცეცხლის ალში გახვეული სახლი. კალიფორნია, აშშ, 27 სექტემბერი, 2020 /ავტორი – სტივენ ლამი.

24. შიმშილობისგან გამხდარი ბავშვი საკუთარ სახლში. იემენი. 17 ივლისი, 2020 /ავტორი – აიშა ალრაგეჰი.

25. ტურკანას ტომის წარმომადგენელი ქალი კალიების გუნდში. კენია, 2 ივლისი, 2020 /ავტორი – ბაზ რატნერი.

26. ტაქსის მძღოლი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს. ნიუ-იორკი, აშშ, 7 ნოემბერი, 2020 /ავტორი – ენდრიუ კელი.


27. ავღანელი მიგრანტი თავის სამ შვილთან ერთად, თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლის შემდეგ. 2 მარტი, 2020 /ავტორი – ალკის კონსტანტინიდისი.

28. ცეცხლგამძლე კოსტიუმში გამოწყობილი ქალი ფოტოს უღებს თვითმფრინავიდან წითელი ცეცხლჩამქრობი ნივთიერების ჩამოყრას. კალიფორნია, აშშ, 27 სექტემბერი, 2020 /ავტორი ედრის ლატიფი.

29. წყალდიდობის შემდეგ დატბორილი სახლები. სამხრეთ სუდანი. 5 ოქტომბერი, 2020 /ავტორი – ანდრეა კამპონი.

30. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, მისი ცოლი ჯილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამილა ჰარისი და მისი ქმარი დაგი, როდესაც მედიიდან ბაიდენის გამარჯვების შესახებ გაიგეს. უილმინგტონი, დელავერი, 7 ნოემბერი, 2020 /ავტორი – ჯიმ ბურგი.