აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 წინააღმდეგი იყო.

მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერის გადაყენება მოხდა. მაკარტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის პალატის თავმჯდომარე, ის არ ნანობს არჩევანს, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გადაყენება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კევინ მაკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მიერ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევის დაწყების ინიციატორი იყო.